ფრაქცია "ქართული ოცნება ძლიერო ეკონომიკა" განცხადებას ავრცელებს

ფრაქცია "ქართული ოცნება ძლიერო ეკონომიკა" განცხადებას ავრცელებს

"მივესალმებით  მეტროს  მემანქანეების  და მერიის შეთანხმებულ და საქმიანი კომუნიკაციის შედეგს", - ამის შესახებ შესაბამისს განცხადებას ფრაქცია "ქართული ოცნება ძლიერო ეკონომიკა" ავრცელებს.

"კარგია, როცა  სოციალური პროტესტი ხდება საფუძველი კონკრეტული შედეგის მისაღწევად და არა გათიშულობის ან აგრესიის პროვოცირების წყაროდ. თბილისისმერის და გაფიცულების  დროულმა და შედეგიანმა  შეხვედრამ განაპირობა ერთის მხრივ მეტროს დროული ამუშავება, მეორეს მხრივ არ მისცა არავის ამ თემით საკუთარი პოლიტიკური თუ სხვა სახის ქულების დაგროვების საშუალება.

მერმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა თავი როგორც არა მარტო კარგმა მენეჯერმა, არამედ როგორც გულისხმიერმა  ადამიანმა, რომელსაც მართლა  გულთან მიაქვს თითოეული დასაქმებულის პრობლემები და არ გაურბის მათთან შეხვედრას და მოსმენას. ამ გაფიცვამ აგრეთვე ნათლად დაგვანახა  თუ რამდენად გაიზარდა მოქალაქეების  შეგნება და ტოლერანტობა, როცა გაგებით ეკიდებიან მიმდინარე პროცესებს და ჯანსაღად აფასებენ სიტუაციას. მერიის თანამშრომლების, შესაბამისი სამსახურების  და  მოქალაქეების დამსახურებაა რომ დედაქალაქში  არ  მოხდა  სატრანსპორტო  კოლაფსი და  გაფიცულებთან  მოლაპარაკება  წარიმართა ეფექტურად, აგრესიულობის და ნეგატიური განწყობების გარეშე. მადლობა ყველას ამ თემის ასე ადამიანურად და სწრაფად მოგვარებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.

გოგი წულაია: კვირიკაშვილი დაჰპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი

გოგი წულაია: კვირიკაშვილი დაჰპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი

4 საათის წინ

"კვირიკაშვილის პრემიერობიდან დამამახსოვრდა ერთი რამე, რომ დაპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი. ეს დამამახსოვრდა ნამდვილად. დაპირდა მოხვნას, მოგიხნავ კარგსო, რისი უკანალიც არ ჰქონდა და სამაგიეროდ ის ადგა და მოუხნა...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167