გოცირიძე: რამდენი ათასი ადამიანი უნდა გამოვიდეს ქუჩაში, რომ შექმნათ დროებითი საგამოძიებო კომისია?

გოცირიძე: რამდენი ათასი ადამიანი უნდა გამოვიდეს ქუჩაში, რომ შექმნათ დროებითი საგამოძიებო კომისია?

"რამდენი ათასი ადამიანი უნდა გამოვიდეს ქუჩაში, რომ თქვენ იძულებული გახდეთ, შექმნათ დროებითი საგამოძიებო კომისია?", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.

მისი შეფასებით, საპარლამენტო უმრავლესობა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიას "ძალადობრივი სისტემის გადასარჩენად" გამოიყენებს. 

ამასთან, რომან გოცირიძემ  საპარლამენტო უმრავლესობა პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თემირლან მაჩალიკაშვილის მოკვლის საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის არ შექმნისთვის გააკრიტიკა. 

"ჩვენ 2 კვირის წინ წარმოვადგინეთ თემრილან მაჩალიკაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც ერთსულოვნად ჩააგდეთ. 

ორივე შვილმკვდარი მამა ხომ ერთიდაიგივე მდგომარეობაშია, ეს კომისია იმიტომ იქმნება, რომ გაიძულათ საზოგაოდებრივმა პროტესტმა, მაგრამ ამავე დროს გინდათ გამოიყენოთ, როგორც ხრიკი, ერთ-ერთი ფანდი ვითარების დეაქტუალიზაციისა, თქვენს მიერ შექმნილი უსამართლო და ძალადობრივი სისტემის გადასარჩენად. ჩვენ კი არა, მთელი საზოგაოდება ითხოვს წულუკიანის გადაყენებას, რომელიც შეუცვლელია. ყველა მინისტრი შეიცვალა, მაგრამ ერთადერთი შეუცვლელი კადრი არის თეა წულუკიანი, რომელიც არის შავი სამუშაოს შემსრულებელი. 

მთელი ეს პროცესი, მათ შორის კომისია, მიმართულია იმისკენ, რომ მოხდეს დროის გაჭიანურება და ხელუხლებელი დარჩეს ის სისტემა, რომლის დამსხვრევასაც ითხოვს ქუჩაში გამოსული ხალხი", - აღნიშნა რომან გოცირიძემ.  

ზალკალიანი: დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია, მაგრამ ის არ უნდა იყოს პოლიტიზირებული

ზალკალიანი: დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია, მაგრამ ის არ უნდა იყოს პოლიტიზირებული

1 საათის წინ

მინისტრის განცხადებით დიალოგს და თანამშრომლობას ალტერნატივა არ აქვს, თუმცა არ უნდა მოხდეს ამ საკითხის პოლიტიზირება. „რა თქმა უნდა დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია, მაგრამ ეს დიალოგი არ უნდა იყოს პოლიტიზირებული. ჩვენ გვაქვს ძალიან...

USD 2.5773
EUR 2.9299
GBP 3.2729
TRY 0.4452