გოცირიძე: საგამოძიებო კომისიის მიზანი არის დროის გაწელვა და პროცესების სამთვიან ბიუროკრატულ პროცესში მოქცევა

გოცირიძე: საგამოძიებო კომისიის მიზანი არის დროის გაწელვა და პროცესების სამთვიან ბიუროკრატულ პროცესში მოქცევა

"საგამოძიებო კომისიის მიზანი არის დროის გაწელვა და პროცესების სამთვიან ბიუროკრატულ პროცესში მოქცევა" - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი განცხადებით, პარლამენტის პატივისცემის მიზნით მივიდნენ პარლამენტში, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

"კომისიის მიზანიც არის დროის გაწელვა და სამთვიან ბიუროკრატულ პროცესში გადაქცევა თემების, რომელიც დღეს არის ძალიან მნიშნელოვანი, ამიტომ ჩვენ ამ პროცესებში მონაწილოებას არ მივიღებთ. პატივს ვცემთ პარლამენტს, რიგგარეშე სხდომას დავესწრებით, ჩვენს აზრს გამოვთქვამ, მაგრამ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებთ"- განაცხადა გოცირიძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არ გამოიყენა კომისია და ამ კითხვებზე პასუხები პრაქტიკული მუშაობის დროს მიეღო ასე პასუხობს:

"კომისია ეს არის ხელისუფლების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, რომლის მიზანიც არის იუსტიციის მინისტრის და დამნაშავე ადამიანების გადარჩენა, მათ შორის პროკურატურის სისტემაში. დღეს ეძებენ მორიგ ლოიალურ პროკურორს და ერთთვიან შერჩევას, პლიუს სამთვიანი კომისია, სადაც იქნება რაღაც ცხელი განცხადებები და შოუ და იმედი აქვთ, რომ ეს კომისია რეალურად მოგვცემს შედეგს, რომელსაც ქვია არსებული სისტემის დამსხვრევა, რასაც ითხოვს ხალხი,"-განაცხადა გოცირიძემ.

ირაკლი კობახიძე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ პოლ რაიანს შეხვდება

ირაკლი კობახიძე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ პოლ რაიანს შეხვდება

1 საათის წინ

ვიზიტი სამმხრივი საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის (საქართველო-მოლდოვა-უკრაინა) ფარგლებში ხორციელდება. ირაკლი კობახიძე, უკრიანელ და მოლდოველ კოლეგებთან -ანდრიი პარუბისთან და ანდრიან კანდუსთან ერთად, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207