ყარაჯალაში პირველი მუსლიმი დეპუტატი ქალის - ფარი-ხანუმ სოფიევას მემორიალი იხსნება

ყარაჯალაში პირველი მუსლიმი დეპუტატი ქალის - ფარი-ხანუმ სოფიევას მემორიალი იხსნება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, სოფელ ყარაჯალაში, პირველი მუსლიმი დეპუტატი ქალის - ფარი-ხანუმ სოფიევას მემორიალი მოეწყო, რომელსაც დღეს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გახსნის.

ფარი-ხანუმ სოფიევა პოლიტიკურ მოღვაწეობას  100 წლის წინ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ ეწეოდა, როცა საქართველოს ტერიტორიის ძირითად მაზრებში საერობო არჩევნები ჩატარდა. მათ შორის თბილისის მაზრაში, ყარაიაზის ოლქში, სადაც სოფიევამ გაიმარჯვა და თბილისის სამაზრო ერობის მეხუთე ხმოსანი გახდა ყარაიაზის ოლქიდან.

სწორედ დამოუკიდებლობის აღდგენის ასი წლისთავს მიეძღვნა მის მშობლიურ სოფელში მემორიალი, რომელის გახსნასაც დაესწრებიან ფარი-ხანუმ სოფიევას შთამომავლები, ქვემო ქართლის გუბერნატორი, გარდაბნის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და  ა.შ.

ნიკორწმინდაში ამ დრომდე უცნობი რელიეფის უნიკალური ნაშთები აღმოაჩინეს

ნიკორწმინდაში ამ დრომდე უცნობი რელიეფის უნიკალური ნაშთები აღმოაჩინეს

17 წუთის წინ

სააგენტოს ცნობით, ქვაში ნაკვეთი ფრაგმენტები ტაძრის გუმბათის ყელის ქვედა ნაწილში მიმდინარე კონსერვაციის დამასრულებელი ფაზის სამუშაოებისას აღმოჩნდა. მათზე ერთ-ერთი მღვდელმთავრის პორტრეტი და ნიკორწმინდისთვის სახასიათო მდიდარი ორნამენტია...

USD 2.6226
EUR 3.0868
GBP 3.4416
TRY 0.4228