ნიდერლანდების სამეფოში ანსამბლ "სუხიშვილების" კონცერტი გაიმართა

ნიდერლანდების სამეფოში ანსამბლ "სუხიშვილების" კონცერტი გაიმართა

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე სურგულაძემ.

მან პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის საიუბილეო თარიღის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა: "ზუსტად 100 წლის წინ საქართველოს თანამედროვე ევროპული სახელმწიფო ჩამოყალიბდა, რომელიც დაფუძნებული იყო დემოკრატიულ და ევროპულ პრინციპებზე".

ელჩმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ამსტერდამში საქართველოს საპატიო კონსულს კორნელის ხაისბერტუს დე იახერს და საქართველოს მხარდაჭერისათვის მადლობის სიგელით დააჯილდოვა.

სტუმრებს ასევე სიტყვით მიმართა ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ პარტნიორობის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ადრიაან პალმმა,  რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე მიულოცა და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ნიდერლანდების მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ნიდერლანდების სამეფოში "სუხიშვილების" კონცერტს დაესწრნენ ნიდერლანდების სამეფოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ბიზნეს სექტორის, კულტურისა და საგანმანათლებლო სფეროს, მედიის და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

საქართველოს ხელოვნების სასახლეს, ევროპის კულტურული მემკვიდრეობის უმაღლესი ჯილდო გადაეცა!

საქართველოს ხელოვნების სასახლეს, ევროპის კულტურული მემკვიდრეობის უმაღლესი ჯილდო გადაეცა!

22 ივნისი, 2018

ეს უმნიშვნელოვანესი აღიარება მუზეუმმა სამეცნიერო პროექტისათვის "ქსოვილი საქართველოდან" მიიღო. 400 გვერდიანი ნაშრომი კომპეტენტურმა ჟიურიმ ევროპის ტერიტორიაზე საუკეთესო სამეცნიერო კვლევად აღიარა! ხელოვნების სასახლე მადლობას უცხადებს...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207