ზურაბ პატარაძე ტურიზმის დეპარტამენტის თანამშრომლებს შეხვდა

ზურაბ პატარაძე ტურიზმის დეპარტამენტის თანამშრომლებს შეხვდა

  აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დღეს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თანამშრომლებს შეხვდა და მადლობა გადაუხადა ზაფხულის ფესტივალის მაღალ დონეზე ჩატარებისთვის, ასევე რეგიონის პოპულარიზაციის, ახალი ტურისტული პროდუქტებისა და მომსახურების ხარისხის გაზრდის მიმართულებით გაწეული სამსახურისთვის. როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, ტურიზმის დეპარტამენტის გუნდი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ტურიზმის განვითარების მიმართულებით, მათი საქმიანობა კი რეგიონის წინსვლას და წარმატებას ემსახურება.

ზურაბ პატარაძის თქმით, წარმატებული მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიების შედეგად რეგიონს სულ უფრო მეტი ტურისტი სტუმრობს, საზღვაო ტურიზმთან ერთად უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურიზმის სხვა სახეობები, მათ შორის MICE ტურიზმი და სოფლად ტურიზმი, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია აჭარაში ჩამოსული ტურისტების კმაყოფილების ზრდა.

„ყველანი დამეთანხმებით, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ტურიზმის სფეროში არის მომსახურების ხარისხის ზრდა და რაც შეიძლება მეტი კმაყოფილი ტურისტი, ჩვენ გვაქვს წინსვლა ამ კუთხით, თუმცა შესაბამისი ღონისძიებების გატარება მომავალშიც ინტენსიურად უნდა გაგრძელდეს“ - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ და ტურიზმის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად სამახსოვრო სურათი გადაიღო. „ზაფხული იწყება აქ“ - აჭარაში ზაფხულის ფესტივალის მთავარი გზავნილია.

3 ივნისს, ფესტივალის ფარგლებში, ზაფხულის ტურისტული სეზონის დაწყება სხვადასხვა გასართობი ღონისძიებით აღინიშნა.

 გურჯაანში ერთმანეთს სატვირთო ავტომანქანა და მოტოროლერი შეეჯახა, 1 ადამიანი დაშავდა

გურჯაანში ერთმანეთს სატვირთო ავტომანქანა და მოტოროლერი შეეჯახა, 1 ადამიანი დაშავდა

34 წუთის წინ

სხეულის მრავლობითი დაზიანებებით 58 წლის მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის...

USD 2.6188
EUR 3.0593
GBP 3.4414
TRY 0.4088