ვითიბი ბანკის მხარდაჭერით სანდრო დალაქიშვილის გამოფენა გაიმართა

ვითიბი ბანკის მხარდაჭერით სანდრო დალაქიშვილის გამოფენა გაიმართა

ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში სანდრო დალაქიშვილის პერსონალური გამოფენა "მამაკაცის ცხოვრება" გაიხსნა. ეს გამოფენა მხატვარმა მიუძღვნა მამაკაცის შეცნობას მისი თვალთახედვით, მისი აზრებითა და ხელოვნებით. ექსპოზიცია აერთიანებს 2015-2018 წლებში შექმნილ 17 ნამუშევარს. მხატვარი შეეცადა გაეაზრებინა და გადმოეცა სხვადასხვა დროის მამაკაცის ცხოვრება, კულტურული თვითმყოფადობა და მსოფლმხედველობა.

სანდრო დალაქიშვილის გამოფენა "მამაკაცის ცხოვრება"  9 ივნისამდე გრძელდება.

ვითიბი ბანკი,  ვითიბის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს ვითიბი ჯგუფის ბანკები 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ვითიბი ჯგუფის უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს. საქართველოს მასშტაბით ბანკს 37 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და მაღალი  ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყოველწლიურად, ვითიბი ბანკის 1 000–ზე მეტი თანამშრომელი 300,000-მდე  კლიენტს ემსახურება.

საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 351.9 მილიონი ლარით გაიზარდა

საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 351.9 მილიონი ლარით გაიზარდა

58 წუთის წინ

2018 წლის პირველი ივნისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 15 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 4.6 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207