ძიუდოს ფედერაციის აღმასკომი შოთა ხაბარელის გარიცხვას გეგმავს

ძიუდოს ფედერაციის აღმასკომი შოთა ხაბარელის გარიცხვას გეგმავს

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის აღმასკომი, წევრის, შოთა ხაბარელის გარიცხავს გეგმავს.

ამის შესახებ ცნობილი დღეს ჩატარებული სხდომის ოქმიდან გახდა, თავად სხდომის გამართვის ადგილი კი მედიისთვის ტრადიციულად გასაიდუმლოვდა.

დავით ქევხიშვილის გადადგომი შემდეგ, მის უფლებამოსილებას გენერალური მდივანი, გიორგი ათაბეგაშვილი განახორციელებს. დღევანდელ სხდომაზევე ხუთ კაციანი ჯგუფი შეიქმნა, რომლებიც მმართველლობით და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილებას მიიღებს.

აღმასკომის წევრებმა დღევანდელი სხდომის შესახებ არ შეატყობინეს შოთა ხაბარელს, რომელიც სხვა წევრებისგან განსხვავებით ქევხიშვილს ღიად და მწვავედ აკრიტიკებდა. სწორედ ამიტომ ხაბარელს მომავალ სხდომაზე აღმასკომიდან გარიცხავენ.

ძიუდოისტების ერთ-თვიანი პროტესტის შემდეგ, ქეხიშვილმა პოსტი დატოვა, ამას კი აღმაშენებლის გამზირზე ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელ პირებსა და ძიუდოისტებს შორის სისხლიანი გარჩევა უძღოდა, რომლის დროსაც ვეტერანი სპორტსმენი, იოსებ წელაური დაჭრეს, ხოლო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ლომერ ჟორჟოლიანი დააკავეს.

ჰარი კეინის დუბლი - გუნდის ლიდერმა ინგლისელებს 3 ქულა ბოლო წუთებზე მოუტანა

ჰარი კეინის დუბლი - გუნდის ლიდერმა ინგლისელებს 3 ქულა ბოლო წუთებზე მოუტანა

55 წუთის წინ

15 წუთზე ტუნისელთა მეკარემ ტრავმა მიიღო, მის ნაცვლად მოედანზე შემოვიდა მუსტაფა. 35 წუთზე ტუნისის ნაკრებმა ანგარიშის გათანაბრება მაინც შეძლო. ფერჯანი სასიმ წონასწორობა 11 მეტრიანი დარტყმის შედეგად მოახერხა.  მეორე ტაიმში უპირატესობას ინგლისი...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212