23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე პატარიძე და წურწუმია ოქროსთვის იჭიდავებენ

23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე პატარიძე და წურწუმია ოქროსთვის იჭიდავებენ

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულ ნაკრებს თურქეთის ქალაქ სტამბოლში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მოპოვების შანსი აქვს. 

23-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ საფინალო დღეს ფინალში გავიდნენ და ჩემპიონობისათვის ნუგზარ წურწუმია (55 კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ) იბრძოლებენ, ბრინჯაოს მედლისათვის ლერი აბულაძე (63 კგ) იჭიდავებს.

წურწუმია თურქ ერკემ ოზთურქს დაეჭიდება, პატარიძე მისთვის ნაცნობ მეტოქეს თურქ ოსმან ილდირიმს შეხვდება.

ფინალური ბლოკი 5 ივნისს 19:00 საათიდან დაიწყება.

მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს მეორე ტური სრულდება

მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს მეორე ტური სრულდება

1 საათის წინ

დღეს მეორე ტურის ბოლო 3 თამაში გაიმართება. მუნდიალის ერთ-ერთი ფავორიტი ინგლისის ნაკრები პანამის დამარცხებას შეეცდება, მატჩი 16:00-ზე დაიწყება. თუ ინგლისელებმა გამარჯვება მოახერხეს ჯგუფში ყველა ინტრიგა კვდება და მერვედფინალში ბელგია და ინგლისი...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207