გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ ტურიზმის განვითარების სამოქმედო გეგმა შეიმუშავა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ ტურიზმის განვითარების სამოქმედო გეგმა შეიმუშავა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ გერმანელ ექსპერტს - პეტერ შულცეს უმასპინძლა და მერიის  საგარეო ურთიერთობების, საერთაშორისო პროექტების და ტურიზმის განყოფილებასთან ერთად, გურჯაანის ტურიზმის განვითარების სამოქმედო გეგმა შეიმუშავა.  

გერმანელმა ექსპერტმა შეისწავლა მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალი, მოინახულა ისტორიული და კულტურული ძეგლები და დაათვალიერა სოფლები. 
 
სამ კვირიანი ანალიზის საფუძველზე,  ექსპერტის  განცხადებით გურჯაანს დიდი პოტენციალი გააჩნია, როგორც ღვინის ტურიზმის, ასევე ეკოტურიზმის, აგროტურიზმის, არქეოლოგიური,  სათავგადასავლო და ექსტრემალური ტურიზმის მიმართულებით. 
 
პეტერ შულცეს განცხადებით, ეკონომიური წინსვლისთვის ერთ-ერთი ყველაზე წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სწორედ ის პროექტები, რომლის განხორციელებასაც მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი და მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი ახლო მომავალში გეგმავენ და რომლის ნაწილის განხორციელებაც უკვე დაწყებულია.
 
გურჯაანის ტურიზმის განვითარების გეგმა მოიცავს მუნიციპალიტეტის ძირითადი პოტენციალისა და რესურსების მაქსიმალურად გამოყენებასა და პროექტების განხორციელებას, რომელიც თავისთავად მოიტანს სასურველ შედეგს - ტურისტების გაჩენას და გაზრდას ჩვენს მუნიციპალიტეტში.
ზესტაფონის მერის გადადგომის მოთხოვნით აქცია გვიან ღამით დაიშალა

ზესტაფონის მერის გადადგომის მოთხოვნით აქცია გვიან ღამით დაიშალა

5 წუთის წინ

აქციის მონაწილეებმა მერიის მიმდებარე ტერიტორია, სადაც კარვები ჰქონდათ გაშლილი, მშვიდობიანი გზით დატოვეს. ზესტაფონში, კახა მახათაძის გადადგომის მოთხოვნოთ საპროტესტო აქცია 8 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

USD 2.6184
EUR 3.0798
GBP 3.4445
TRY 0.4273