საქართველოს ბანკის პარტნიორობით ტურიზმისა და მასპინძლობის მე-3 კონფერენცია გაიმართა

საქართველოს ბანკის პარტნიორობით ტურიზმისა და მასპინძლობის მე-3 კონფერენცია გაიმართა

საქართველოს ბანკის პარტნიორობით სასტუმრო "ბილტმორში" ტურიზმის და მასპინძლობის მე-3 კონფერენცია გაიმართა Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ფარგლებში. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბანკი ავრცელებს.

ტურიზმისა და მასპინძლობის კონფერენცია წარმოადგენს „Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების“ პროექტის ფარგლებში არსებულ მნიშვნელოვან ბიზნეს პლატფორმას, რომლის მეშვეობითაც ინდუსტრიის წარმომადგენლებს ეძლევათ ერთმანეთთან კომუნიკაციის, ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში ინფორმაციის გაცვლის, ასევე, ქართულ ბიზნესსექტორში არსებული სიახლეების გაზიარების   შესაძლებლობა. კონფერენცია მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს პანელურ დისკუსიებსა და B2B შეხვედრებს.

კონფერენციის სადისკუსიო პანელზე სახელმწიფოს და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა განიხილეს ტურიზმის და მასპინძლობის ინდუტრიაში მიმდინარე გამოწვევები და შესაძლებლობები. ბაზრის წამყვანმა პროფესიონალებმა გააკეთეს პრეზენტაციები მასპინძლობის სფეროში არსებული საერთაშორისო სტანდარტებისა და უსაფრთოების შესახებ. აგრეთვე, ციფრული მარკეტინგის მნიშვნელობაზე ტურიზმის სფეროში. ამასთან, Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პროექტის ორგანიზატორებმა აუდიტორიას გააცნეს პროექტში მიმდინარე სიახლეები, კერძოდ, ახალი ჟიურის შემადგენლობა და ახალი ნომინაციები.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებდა 400-ზე მეტი სტუმარი ტურიზმის ინდუსტრიის, ბიზნესის, სახელმწიფო სექტორის წარმომადგენელი, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტი.

სტუმრებს  სიტყვით მიმართა პროექტის თანადამფუძნებელმა/მმართველმა პარტნიორმა მარინა ჩაიკამ, ასევე, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა. სპიკერებმა ისაუბრეს ტურიზმისა და მასპინძლობის  სფეროში ჩართული კომპანიების მნიშვნელობაზე.

10 სარგებელი ლუდის მოყვარულთათვის

10 სარგებელი ლუდის მოყვარულთათვის

4 საათის წინ

მიზეზი 1: ლუდის მომხმარებლები გაცილებით დიდ ხანს ცოცხლობენ ალკოჰოლის ზომიერი მიღება სასარგებლოა და ამ თვალსაზრისით, ლუდი საუკეთესო სასმელია. ყველასათვის ცნობილია,  რომ ზედმეტი სმა ვნებს ორგანიზმს. მოდით რეალურად შევაფასოთ მდგომარეობა: თუ...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207