ოთარ კახიძე: "ქართულ ოცნებას" აღარ აქვს ნდობის მანდატი, რომ შეარჩიოს მთავარი პროკურორი

ოთარ კახიძე: "ქართულ ოცნებას" აღარ აქვს ნდობის მანდატი, რომ შეარჩიოს მთავარი პროკურორი

სამწუხაროდ, "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარისგან მოვისმინეთ პრემიერის განცხადების სასწინააღმდეგო მოსაზრება, რომ მთავარი პროკურორის ფიგურა შეირჩევა მათი გუნდის მეშვეობით. ამგვარი მიდგომა "ევროპული საქართველოსთვის" და ქართული საზოგადოებისთვის მიუღებელია, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ განცხადება.

"ევროპულმა საქართველომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოსაძიებლად და დანმაშავეების დასასჯელად რამდენიმე მოთხოვნა დააყენა. მათ შორის გახლდათ უმნიშვნელოვანესი საკითხი მთავარი პროკურორის შერჩევა. ქართულმა ოცნებამ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში შეარჩია რამდენიმე მთავარი პროკურორი, რომლებიც არაკვალიფიციურობით, არაკომპეტენტუურობით და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიმართ უპირობო მორჩილებით გამოირჩეოდნენ.

ჩვენ მოვისმინეთ პრემიერ კვირიკაშვილის პირობა, რომ ახალი მთავარი პროკურორი შეირჩეოდა მაღალი ლეგიტიმაციით, ფართო საზოგადოების ჩართულობით, არასამთავრობო სექტორის, ფართო პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით და ეს პირობა საზოგადოებამაც მიიღო, როგორც მზაობა, რომ რეალურად აქვს ხელისუფლებას ნება დანიშნოს მიუკერძოებელი და საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პირი. სამწუხაროდ, ჩვენ ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარისგან მოვისმინეთ პრემიერის განცხადების სასწინააღმდეგო მოსაზრება, რომ მთავარი პროკურორის ფიგურა შეირჩევა მათი გუნდის მეშვეობით. ამგვარი მიდგომა ევროპული საქართველოსთვის და ქართული საზოგადოებისთვის მიუღებელია. 

ქართულ ოცნებას აღარ აქვს იმის ნდობის მანდატი, რომ შეარჩიოს მთავარი პროკურორი, მითუმეტეს საკუთარი გუნდის შიგნით. ჩვენ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას შეასრულოს მიცემული პირობა, მოუსმინოს საპარლამენტო ოპოზიციას და არასამთავრობო ორგანიზაციებს. ჩვენ შევთავაზეთ მათ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე შალვა შავგულიძის კანდიდატურა, რომლის პროფესიონალიზმი და მიუკერძოებლობა არავითარ ეჭვს არ იწვევს"- განაცხადა ოთარ კახიძემ. 

პარლამენტის დელეგაცია შალვა კიკნაველიძის ხელმძღვანელობით ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

პარლამენტის დელეგაცია შალვა კიკნაველიძის ხელმძღვანელობით ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

2 საათის წინ

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის წევრებმა შეხვედრა ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ალი ლარიჯანისთან გამართეს. ალი ლარიჯანიმ საქართველოს პარლამენტის დელეგაციას ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207