საპატრიარქო: პატრიარქთან სარალიძისა და დადუნაშვილის მშობლებთან შეხვედრები იყო მხოლოდ სულიერი დატვირთვის

საპატრიარქო: პატრიარქთან სარალიძისა და დადუნაშვილის მშობლებთან შეხვედრები იყო მხოლოდ სულიერი დატვირთვის

ხორავას ქუჩაზე №51 სკოლის მოკლული მოსწავლეების დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მშობლებთან, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს შეხვედრა გაიმართა, რაზეც საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.

„ა.წ. 2 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდნენ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიისას გარდაცვლილი ახალგაზრდების – დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მშობლები და ოჯახის წევრები. მისმა უწმინდესობამ კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა მათ მომხდარის გამო და უსურვა ღვთის შეწევნა. შეხვედრები იყო მხოლოდ სულიერი დატვირთვის და სხვა მიზანი არ ჰქონია.

შევნიშნავთ იმასაც, რომ ა.წ. 1 ივნისს, თავისუფლების მოედანზე გამართულ შეკრებაზე მონაწილეობდნენ სასულიერო პირებიც და გაკეთდა შეფასება პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით. ეს ქმედებაც და განაცხადიც არის მათი პირადი ინიციატივა და ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ინფორმირებული არ იყო“, - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნადირობის სეზონის დაწყებიდან 1 თვის მანძილზე, უკანონო ნადირობის 248 ფაქტი გამოვლინდა

ნადირობის სეზონის დაწყებიდან 1 თვის მანძილზე, უკანონო ნადირობის 248 ფაქტი გამოვლინდა

2 საათის წინ

დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 18 აგვისტოდან 18 სექტემბრის ჩათვლით, ამოღებულია 201 ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობა ე.წ. "მანოკი", რომლითაც მოქალქეების მიერ ხდებოდა გადამფრენი ფრინველების მოზიდვა და შემდეგ მათზე...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172