ზაზა სარალიძისა და პატრიარქის შეხვედრას ზვიად კუპრავა არ დაასწრეს

ზაზა სარალიძისა და პატრიარქის შეხვედრას ზვიად კუპრავა არ დაასწრეს

ზაზა სარალიძე ოჯახთან ერთად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა.

ზვიად კუპრავას სურდა, რომ შეხვედრას თავადაც დასწრებოდა, თუმცა მას ამის საშუალება არ მისცეს. 

"მეც მინდა ამ მძიმე წუთებში და ამ რთულ ბრძოლაში დამლოცოს, ლოცვა-კურთხევა მივიღო პატრიაქრისგან", - აცხადებდა ზაზა სარალიძე. 

ზაზა სარალიძემ საპატრიარქო ოჯახთან ერთად კომენტარის გარეშე დატოვა. მოგვიანებით კი, რუსთაველის გამზრიზე, შეხვედრის შესახებ სარალიძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა. 

"ოჯახთან ერთად, ჩემს მეუღლესთან და მეორე შვილთან ერთად ლოცვა-კურთხევის ასაღებად ვიყავი შესული. დაგვლოცა და გვირჩია, რომ ლოცვა გაგვაძლიერებს. დეტალებში ყველაფერი მოვუყევი, რასაც ნებისმიერ ადამიანს ვუყვები. დაგვლოცა, ლოცვა-კურთხევა მოგვცა და წამოვედით",-განაცხადა სარალიძემ და განმარტა, რომ შეხვედრისას გამოძიების დეტალებზე საუბარი არ ყოფილა.

"პატრიარქთან ვიყავით და არა შინაგან საქმეთა მინისტრთან, ნუ გავაიგივებთ ძალიან გთხოვთ",-განაცხადა სარალიძემ.

დედაქალაქის მერი მოქალაქეებს სპორტულ მარათონში ჩართულობისკენ მოუწოდებს

დედაქალაქის მერი მოქალაქეებს სპორტულ მარათონში ჩართულობისკენ მოუწოდებს

1 საათის წინ

„კვირას, თბილისის მერიის ინიციატივით, პირველად გაიმართება მარათონი- „თბილისი“, რომელიც ემსახურება ქალაქში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და მასობრივ სპორტში მოქალაქეთა ჩართვას. მოვუწოდებ ყველას, მათ შორის სპორტსმენებს, ბიზნეს...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151