ზაზა სარალიძე დღეს პატრიარქს შეხვდება

ზაზა სარალიძე დღეს პატრიარქს შეხვდება

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, ოჯახთან ერთად საპატრიარქოში მისვლას და პატრიარქთან პირისპირ შეხვედრას აპირებს. 

როგორც ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, პატრიარქთან შეხვედრის მთავარი მიზანი, მისთვის თავისი გაჭირვების გაზიარებაა. 

"არ ვიცი როგორ უნდა დავეკონტაქტო საპატრიარქოს და ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ დღეს, 16:00 საათისთვის, თუ იქნება საშუალება, რომ შევხვდე ჩემს და მთელი ერის სულიერ მამას. 

დღეს, მივდივარ ჩემს სულიერ მამასთან სასაუბროდ, არა იმაზე, რომ რაიმე შეთანხმებებზე წავიდეთ, არამედ იმაზე, რომ გავუზიარო ჩვენი გაჭირვება. მე ჩემი შვიილის სულს და სიწმინდეს ყოველთვის დავიცავ. თუ უნდათ მომკლან. აქცია რა თქმა უნდა, ძალაში დარჩება მანამ, სანამ ჩემი შვილის მკვლელები და ხელის დამფარებლები არ დაისჯებიან", - განაცხადა ზაზა სარალიძემ. 

ნადირობის სეზონის დაწყებიდან 1 თვის მანძილზე, უკანონო ნადირობის 248 ფაქტი გამოვლინდა

ნადირობის სეზონის დაწყებიდან 1 თვის მანძილზე, უკანონო ნადირობის 248 ფაქტი გამოვლინდა

2 საათის წინ

დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 18 აგვისტოდან 18 სექტემბრის ჩათვლით, ამოღებულია 201 ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობა ე.წ. "მანოკი", რომლითაც მოქალქეების მიერ ხდებოდა გადამფრენი ფრინველების მოზიდვა და შემდეგ მათზე...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172