ბელორუსიაში პოპულარული სატელევიზიო პროექტის გადაცემა წყალტუბოში ჩაიწერა

ბელორუსიაში პოპულარული სატელევიზიო პროექტის გადაცემა წყალტუბოში ჩაიწერა

  • iRegions.Ge
  • 29 მაისი, 2018
  • 13:16
  • ადმინისტრატორი

საქართველოს ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაციის ინიციატივით და წყალტუბოს ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით, წყალტუბოში მსხვილი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ჩავიდნენ. ბელორუსიაში პოპულარული სატელევიზიო პროექტის „Улетая разведка“ - ს , გადაცემა წყალტუბოში ჩაიწერა.

წამყვანებმა და გადამღებმა ჯგუფმა მოინახულა ნიკო ლორთქიფანიძის სახლმუზეუმი სოფელ ჩუნეშში, სადაც ქართულ ტრადიციებსა და კულტურას გაეცნეს. სტუმრებმა მოისმინეს მრავალჟამიერი ანსამბლ „ნადურის“, ხოლო „სულიკო“ - კვარტეტ “თეატრონის“ შესრულებით, დააგემოვნეს ქართული ღვინო, სპეციალურად მათთვის „მწყემსური“ იცეკვა ანსამბლმა „სიონმა“.სტუმრებმა თავიანთი თანამემამულის ბელორუსი პოეტის იანკა კუპალას წყალტუბოში ცხოვრების წლების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

„საქართველოში არის განსაკუთრებული ადგილები და განსაკუთრებული ადამიანები, საქართველო მხოლოდ ბათუმი და ზღვა არ არის, სწორედ ეს გვინდა გავაცნოთ ბელორუს ტურისტებს“ - აღნიშნა „ოლ ტურის“ ხელმღვანელმა - ევგენია ბასკომ. „Аргументы и факты“ - ის კორესპონდენტმა, - ფოტოჟურნალისტმა, პროექტის „Вокруг света“- ს ავტორმა სერგეი მილიუხინიმა ქართველებზე საუბრისას, ნოდარ დუმბაძის სიტყვებიც კი მოიშველია: „ადამიანის სული გაცილებით მძიმეა, ვიდრე სხეული და ამიტომ ადამიანების ერთად დგომა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. ამ მიწაზე განსაკუთრებული ადამიანები ცხოვრობენ, თავიანთი სიკეთით, სილამაზით, ისტორიით. მე ვაპირებ ამ ყველაფერზე დავწერო ჩემს მოთხრობებში. წყალტუბოში, ცხოვრებაში პირველად მოვისმინე მამაკაცთა გუნდის მიერ ცოცხლად შესრულებული მრავალჟამიერი და მეტიც, ვეცადე მათთან ერთად მემღერა. ესაა ჩემთვის ბედნიერება“ - განაცხადა სერგეი მილიუხინმა. შემდეგი ტურისტული ობიექტი ცივი ტბა იყო, სადაც ტუროპერატორებმა ჯომარდობაშიც მოსინჯეს ძალები. გაიმარჯვა მეგობრობამ და მასპინძლებმა მონაწილეებს სერთიფიკატები და მედლები გადასცეს. სტუმრებმა წყალტუბოს ბალნეო ცენტრები მოინახულეს, გაეცვნენ უნიკალური თერმული წყლების სამკურნალო თვისებებს და საკუთარ თავზე გამოსცადეს პროცედურები. დღის ბოლოს სტუმრებმა უნიკალური ჯიშის ღვინო უსახელაური დააგემოვნეს და ქართული ღვინის დაყენების ტრადიციას „ხომლის უსახელოურის“ მარანში გაეცვნენ. ტურის ბოლოს, ბელორუსმა ტუროპერატორებმა მადლობის ნიშნად წყალტუბოს ტურიზმის ცენტრის დირექტორს სალომე ქუთათელაძეს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

ოზურგეთის საკრებულოს თავმჯომარე მჟავანაძის განცხადებაზე: ეს იყო პროვოკაცია

ოზურგეთის საკრებულოს თავმჯომარე მჟავანაძის განცხადებაზე: ეს იყო პროვოკაცია

18 ივნისი, 2018

ოზურგეთის საკრებულოს თავმჯომარე გიორგი ღორჯომელიძე "ნაციონალური მოძრაობის" წევრის დათო მჟავანაძის განცხადებას გამოეხმაურა.  "ეს იყო პროვოკაცია. სამწუხაროდ,  ამ პრვოკაციში მონაწილეობდა პიროვნება, რომელიც მუშაობს გუბერნიაში...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167