აჭარაში რამდენიმე ტურისტული-საინფორმაციო ცენტრი ვიზიტორებს 24 საათის განმავლობაში მოემსახურება

აჭარაში რამდენიმე ტურისტული-საინფორმაციო ცენტრი ვიზიტორებს 24 საათის განმავლობაში მოემსახურება

აჭარის ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებში სერვისის ამაღლების მიზნით ტრენინგები ტარდება. 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული-საინფორმაციო ცენტრების თანამშრომლებს თეორიულ-პრაქტიკული სწავლება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში უტარდებათ, როგორებიცაა მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაციის პრინციპები, ტურისტებთან მომსახურების საერთაშორისო სტანდარტები, გაყიდვების ძირითადი პრინციპები, გაყიდვების ფილოსოფია, პროდუქტების პოზიციონირების მეთოდები და სხვა მნიშვნელოვანი თემები, რომლებიც აუცილებელია ტურისტებთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოებისთვის. ტრენინგის მონაწილეებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი შეხვდა და მათ თავიანთი საქმიანობის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

1 ივნისიდან რეგიონში არსებული 9-ვე საინფორმაციო-ტურისტული ცენტრი, მათ შორის სამი - საბაგიროსთან, აეროპორტსა და ბათუმი ცენტრალში 24 საათის განმავლობაში მოემსახურება ტურისტებს. ცენტრების თანამშრომლებს კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ტრენინგები ყოველწლიურად უტარდებათ.

"ძალიან დიდია წლის განმავლობაში ტურისტების მომართვიანობა ჩვენს საინფორმაციო-ტურისტულ ცენტრებში. მაგალითად, გასულ წელს 90 000-მდე სტუმარმა ისარგებლა ცენტრის სერვისებით და ეს ციფრი ყოველწლიურად მზარდია. წელს, ჩვენ მომზადებული ვხვდებით ზაფხულის ტურისტულ სეზონს. ყველა ტურისტულ ცენტრში ტურისტებს შეეძლებათ ამომწურავი ინფორმაციის მიღება აჭარაში არსებული ზღვისა და მთის ტურისტული პროდუქტების, მარშრუტების, ღირსშესანიშნაოებებისა თუ სხვა რეგიონში მოგზაურობისთვის საჭირო საკითხების შესახებ. ტურისტული-საინფორმაციო ცენტრები არის ერთ-ერთი მთავარი რგოლი ტურისტებთან ურთიერთობისას და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თითოეული ტურისტი ვინც მოგვმართვას იყოს კმაყოფილი და მაქსიმალურად ინფორმირებული რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ,“ გაანცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა. 

ფოთში დევნილ და სოციალურად დაუცველი ქალებისთვის კომპიუტერული ლაბორატორია გაიხსნა

ფოთში დევნილ და სოციალურად დაუცველი ქალებისთვის კომპიუტერული ლაბორატორია გაიხსნა

28 წუთის წინ

კომპიუტერული ლაბორატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „დიოსკურიას“ ბაზაზე შეიქმნა. ორგანიზაციის დირექტორის, ნონა ხუხიას განცხადებით, ბენეფიციარებს, სრული კურსის გავლის შემდეგ, სპეცალური სერთიფიკატები გადაეცემათ. „კომპიუტერული...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207