დღეს, მომღერალ გიო ხუციშვილის  "ვარსკვლავი" გაიხსნება

დღეს, მომღერალ გიო ხუციშვილის "ვარსკვლავი" გაიხსნება

ფილარმონიის წინ ქართველი მომღერლის გიო ხუციშვილის ვარსკვლავი საზეიმოდ გაიხსნება. გახსნის ცერემონიამდე, დიდ საკონცერტო დარბაზში 20:00 საათზე, ქართველი მომღერლის შემოქმედებითი საღამო გაიმართება. 

კონცერტში მონაწილეობენ: ნატო გელაშვილი, ლელა წურწუმია, მაია ჯაბუა, თამრიკო ჭოხონელიძე, ეკა კახიანი, ნუკრი კაპანაძე, ეკა ჭაჭიაშვილი, მერაბ სეფაშვილი, თემურ თათარაშვილი, დავით გომართელი, დათუნა სირბილაძე, დავით ევგენიძე, ზუკა და ნოდარ ხუციშვილები, ანსამბლები "ფორტე" და "შვიდკაცა".
მუსიკალური პროდიუსერია ზურაბ მახნიაშვილი, ხოლო დამდგმელი რეჟისორი ბაკურ ბაკურაძე, რომელმაც ასევე, გიო ხუციშვილზე ფილმი გადაიღო. ფილმში ნაჩვენებია მომღერლის შემოქმედებითი გზა, სადაც თავად არის მთხრობელი.

ფილმი, კონცერტის მსვლელობისას ფილარმონიის ეკრანზე იქნება ნაჩვენები. 

ნიკორწმინდაში ამ დრომდე უცნობი რელიეფის უნიკალური ნაშთები აღმოაჩინეს

ნიკორწმინდაში ამ დრომდე უცნობი რელიეფის უნიკალური ნაშთები აღმოაჩინეს

16 საათის წინ

სააგენტოს ცნობით, ქვაში ნაკვეთი ფრაგმენტები ტაძრის გუმბათის ყელის ქვედა ნაწილში მიმდინარე კონსერვაციის დამასრულებელი ფაზის სამუშაოებისას აღმოჩნდა. მათზე ერთ-ერთი მღვდელმთავრის პორტრეტი და ნიკორწმინდისთვის სახასიათო მდიდარი ორნამენტია...

USD 2.6184
EUR 3.0798
GBP 3.4445
TRY 0.4273