სააკაშვილი გვარამიას: თქვენმა ბრწყინვალე სატელევიზიო კარიერამ გადაფარა თქვენი წინა თანამდებობები

სააკაშვილი გვარამიას: თქვენმა ბრწყინვალე სატელევიზიო კარიერამ გადაფარა თქვენი წინა თანამდებობები

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, წელს სასკოლო გამოცდებში 25% ჩაიჭრა, "ნაციონალური მოძრაობის" დროს კი, ეს მაჩვენებელი 7% იყო. შესაბამისად, სააკაშვილი ამბობს, რომ მოქმედი ხელისუფლების პირობებში ქვეყანაში დაბალი განათლების დონეა. მიხეილ სააკაშვილმა ეს შეფასება "რუსთავი 2"-ის ეთერში ნიკა გვარამიასთან გააკეთა.

მას შემდეგ რაც ნიკა გვარამიამ მიხეილ სააკაშვილს შეახსენა, რომ ის განათლების მინისტრი იყო და ამის შესახებ ინფორმაცია აქვს, მიხეილ სააკაშვილმა ასე უპასუხა: "თქვენმა ბრწყინვალე სატლევიზიო კარიერამ გადაფარა თქვენი წინა თანამდებობები, მაგრამ ვიცი, რომ იყავით".

მიხეილ სააკაშვილი: სკოლის გამოცდებში 25% ჩაიჭრა, ჩვენ დროს 7 % იჭრებოდა.

ნიკა გვარამია: მესმის ბატონო მიშა, განათლების მინისტრი ვიყავი. 

მიხეილ სააკაშვილი: თქვენმა ბრწყინვალე სატელევიზიო კარიერამ გადაფარა თქვენი წინა თანამდებობები, მაგრამ ვიცი, რომ იყავით, გამახსენდა ახლა.
 

დავით ზალკალიანი თურქ კოლეგას შეხვდა

დავით ზალკალიანი თურქ კოლეგას შეხვდა

42 წუთის წინ

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-თურქეთის სტრატეგიულ პარტნიორობას, რაც გამოიხატება მრავალწლიან წარმატებულ თანამშრომლობაში სხვადასხვა სფეროში. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა თურქეთს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172