დეკანოზი გიორგი მამალაძე: მინდა, პატიება ვთხოვო პატრიარქს

დეკანოზი გიორგი მამალაძე: მინდა, პატიება ვთხოვო პატრიარქს

"ციანიდის საქმის" მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ციხიდან მიმართვას ავრცელებს., რომელსაც "რუსთავი 2"-ის გადაცემა P.S. ავრცელებს. 

"მინდა, პატიება ვთხოვო ჩემს ოჯახს, რომელსაც წელიწადზე მეტია, ჯოჯოხეთად ექცა ცხოვრება. მადლობას ვუხდი მათ ყველაფრისთვის, რასაც აკეთებენ ჩემთვის და იმისთვის, რომ ჯერათ ჩემი. მინდა, პატიება ვთხოვო პატრიარქს, ჩემს სულიერ მამას. ვიცი, როგორ დარდობდით ჩემ გამო. უამრავი სანერვიულო შეგხვდათ ამ საქმესთან დაკავშირებით. ნეტავ შესაძლებელი ყოფილიყო აგრიდებოდათ ეს ყველაფერი. მადლობა, თქვენო უწმინდესობავ, ლოცვისთვის. თქვენი ლოცვის ძალას მუდმივად ვგრძნობ. მინდა, პატიება ვთხოვო ეკლესიას, სასულიერო დასს. სამწუხაროდ, ჩემი წინდაუხედავი და არასერიოზული საუბარი კარგი საშუალება აღმოჩნდა იმისთვის, რომ კიდევ ერთი დარტყმა მიეყენებინათ ეკლესიისათვის.

მინდა, პატიება ვთხოვო ჩემს მრევლს და ყველა იმ ადამიანს, რომლებიც გასაჯაროებულ ვიდეოებში ჩემმა უხამსმა მეტყველებამ დააბნია და დააბრკოლა. ლაგამ-უნაგირახსნილი ცხენივით დამემართა, გაშლილ მინდორზე ცოტახანს თავნებად განავარდების საშუალება რომ მიეცემა. პატიებას გთხოვთ ამისთვის.

"მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელთაც, არასდროს, ერთი მისხალი ეჭვიც კი არ შეპარვიათ ჩემს უდანაშაულობაში. ამ ადამიანების რწმენა და მხარდაჭერა ძალიან მიმსუბუქებს უსამართლო სასჯელს.

"სხვა მხრივ კი, პატიებას ვერ ვითხოვ იმისთვის, რაც არ ჩამიდენია. უფალმა დაითმინა და მეც დავითმენ მისი შეწევნით - „უფალი მწე ჩემდა და შესავედრებელ ჩემდა, ვისა მეშინოდეს,“-ნათქვამია დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართვაში. 

საელჩო: ამ ეტაპზე იტალიაში დაშავებულთა ან დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ არის

საელჩო: ამ ეტაპზე იტალიაში დაშავებულთა ან დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ არის

9 საათის წინ

"საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ -  დღეს, 14 აგვისტოს, დაახლოებით 11:30 სთ-ზე, შტორმის შედეგად, ქ. გენუაში ავტოსაგზაო ხიდის ჩანგრევასთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩო იმყოფება მუდმივ კონტაქტზე იტალიის შესაბამის...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.6343
EUR 3.0047
GBP 3.3645
TRY 0.4000