პატრიარქი "რუსთავი 2"-ს: ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის, იმედია, ჩვენი ურთიერთობა გამოსწორდება

პატრიარქი "რუსთავი 2"-ს: ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის, იმედია, ჩვენი ურთიერთობა გამოსწორდება

"მე მინდა გითხრათ, რომ უხეშად არ უნდა შეეხოთ სარწმუნოებას, ქრისტიანობას, ეს არ რჩება დაუსჯელი. ჩვენ ვილოცებთ იმისთვის, რომ ღმერთმა ყველას შეგვინდოს ჩვენი შეცოდებანი. მე მინდა გითხრათ, რომ ყველა ადამიანი , რომელიც ცხოვრობს და აღიარებს მართლმადიდებლობას, ჩვენი სულიერი შვილებია. ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის და იმედია, რომ გამოსწორდება ურთიერთობა ჩვენს შორის", - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში სულთმოფენობის სადღესასწაულო ლიტურგიის დასრულებისას ბრძანა.

"ჩვენ ვცხოვრობთ უმძიმეს და ურთულეს დრო, როცა სიკეთე და ბოროტება ებრძვის ერთმანეთს, და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მთელი საქართველო იყოს სიკეთის მხარეს. სიკეთე ვაკეთოთ და ის სიკეთე დაგვიბრუნდება ჩვენ. მე მინდა."- ბრძანა პატრიარქმა.

შეგახსენებთ, საქართველოს საპატრიარქო "რუსთავი 2"-ს ეკლესიაზე რევანშისტულ ქმედებებში ადანაშაულებს. საუბარია გადაცემა "არჩევანზე", სადაც წამყვანმა გიორგი გაბუნიამ წინასიტყვაობა მხარტვარ ლიკა უკლებას შესრულებული ე.წ. "თვითმკვლელი მარიამის" შეფასებით დაიწყო, რომელიც სტუდიაში იყო მოტანილი.

თბილისში, მე-8 სართულიდან შუახნის კაცი გადმოვარდა

თბილისში, მე-8 სართულიდან შუახნის კაცი გადმოვარდა

11 საათის წინ

როგორც "აიპრესს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამრთლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207