პატრიარქი "რუსთავი 2"-ს: უხეშად არ უნდა შეეხოთ სარწმუნოებას, ეს დაუსჯელი არ დარჩება

პატრიარქი "რუსთავი 2"-ს: უხეშად არ უნდა შეეხოთ სარწმუნოებას, ეს დაუსჯელი არ დარჩება

ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში სულთმოფენობის სადღესასწაულო ლიტურგიის დასრულებისას ბრძანა.

"ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, სული წმინდის მოსვლას მოციქულთა ზედა. ღმერთმა ინებოს, ყოველი ადამიანი გახდეს და იქნას ტაძარი სული წმიდისა. ამისთვის მოწადინებული ვართ ჩვენ ყოველნი სული წმინდა მოვიდეს ჩვენზედა და ძალი მადლისა გადმოვიდეს ჩვენზედა.

ჩვენ ვცხოვრობთ უმძიმეს და ურთულეს დრო, როცა სიკეთე და ბოროტება ებრძვის ერთმანეთს, და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მთელი საქართველო იყოს სიკეთის მხარეს. სიკეთე ვაკეთოთ და ის სიკეთე დაგვიბრუნდება ჩვენ. მე მინდა, ორიოდე სიტყვით შევეხო იმ საკითხს, რომელიც იყო ამ დღეებში. ურთიერთობა ეკლესიასა და ტელევიზიას, "რუსთავი 2"-ს შორის. 

მე მინდა გითხრათ, რომ უხეშად  არ უნდა შეეხოთ სარწმუნოებას, ქრისტიანობას, ეს არ რჩება დაუსჯელი. ჩვენ ვილოცებთ იმისთვის, რომ ღმერთმა ყველას შეგვინდოს ჩვენი შეცოდებანი. მე მინდა გითხრათ, რომ ყველა ადამიანი , რომელიც ცხოვრობს და აღიარებს მართლმადიდებლობას, ჩვენი სულიერი შვილებია. ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის და იმედია, რომ გამოსწორდება ურთიერთობა ჩვენს შორის", - აღნიშნა ილია მეორემ.  

მეუფე შიოს თქმით, ადამიანს, რომელიც სოციალურ ქსელში ზიზღს სთესს, ღმერთი თხოვნას არ შეუსრულებს

მეუფე შიოს თქმით, ადამიანს, რომელიც სოციალურ ქსელში ზიზღს სთესს, ღმერთი თხოვნას არ შეუსრულებს

4 საათის წინ

"დიდი სიყვარული, ღრმა სარწმუნოება, დიდი სიმდაბლე და საკუთარი უღირსების შეგრძნება, ეს არის საწინდარი იმისა, რომ ღმერთმა ჩვენი თხოვნა შეგვისრულოს. ჩვენთან ხშირად არის მიღებული, წადი მოიარე 12 ეკლესია ან ფეხშიშველი სადღაც იმოგზაურე, ან რაღაც...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207