აქციზური მარკის გარეშე არაყი NEFT-ის რეალიზაციის ფაქტზე მოქალაქე დააკავეს

აქციზური მარკის გარეშე არაყი NEFT-ის რეალიზაციის ფაქტზე მოქალაქე დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მარკირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა რუსეთის მოქალაქე ჯ.ი. - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.   

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოიტანა და გაასაღა დიდი რაოდენობით უაქციზო ალკოჰოლური სასმელი, ძვირადღირებული არაყი ,,NEFT’’-ი. 

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორიდან ოთხ წლამდე ვადით", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ბათუმის სასამართლომ მინდია ლავასოღლის აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

ბათუმის სასამართლომ მინდია ლავასოღლის აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

9 საათის წინ

მოსამართლემ არ გაითვალისწინა ადვოკატების შუამდგომლობა გირაოს თაობაზე და ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულ 10-ივე პირს პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილებას დარბაზში დაკავებულთა ახლობლების უკმაყოფილება მოჰყვა.

USD 2.4503
EUR 2.8433
GBP 3.1844
TRY 0.5072