აჭარაში ლაფანჭამიას საწინააღმდეგოდ ენტომოფაგი მწერები რიზოფაგუსები გამოიყვანეს

აჭარაში ლაფანჭამიას საწინააღმდეგოდ ენტომოფაგი მწერები რიზოფაგუსები გამოიყვანეს

აჭარის სატყეო სააგენტოს ტყის მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის ლაბორატორიაში ნაძვის დიდი ლაფანჭამიას საწინააღმდეგოდ ენტომოფაგი მწერების - რიზოფაგუსების გამოყვანის პირველი ეტაპი დასრულდა. ამის შესახებ აჭარის გარემოს დაცვის სამმართველო იუწყება. 

რიზოფაგუსები ხულოსა და შუახევის სატყეო ადმინისტრაციების ლაფანჭამიათი დაზიანებულ ტყის კორომებში ჩაასახლეს.

შეგახსენებთ, ლაფანჭამიას წინააღმდეგ ბრძოლა თბილისშიც დაიწყეს. წიწვოვანი ნარგავების მავნებლების - ფიჭვის დიდი და პატარა ლაფნიჭამიას, კენწეროს და ექვსკბილა ქერქიჭამიების წინააღმდეგ კუს ტბის გზაზე, მთაწმინდის ფერდობზე და დაავადებული ხეებისგან გამოთავისუფლებულ სხვა ადგილებში ეტაპობრივად  90 მწერსაჭერი განთავსდება. ნარგავებით განაშენიანებულ 1 ჰა ფართობზე თავსდება 4 ცალი ფერომონიანი მწერსაჭერი. თბილისის მასშტაბით მწერსაჭერები 24 ჰა ფართობზე განთავსდება.  

დედაქალაქის მერმა კიკეთში ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

დედაქალაქის მერმა კიკეთში ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

10 საათის წინ

დედაქალაქის მერის თქმით, პროექტის განხორციელების შედეგად, მთლიანად მოწესრიგდება გზა, რომელიც წლების განმავლობაში მძიმე მდგომარეობაში იყო. „კიკეთის გადასახვევიდან ეკლესიამდე 2-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც ძალიან დაზიანებული იყო...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080