მისალმება ქართულად და ერთობლივი ''სელფი'' მსმენელთან - ჯეიმს ბლანტის კონცერტი საქართველოში (ვიდეო)

მისალმება ქართულად და ერთობლივი ''სელფი'' მსმენელთან - ჯეიმს ბლანტის კონცერტი საქართველოში (ვიდეო)

26 მაისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე (ლოკომოტივი) ბრიტანელმა ვარსკვლავმა ჯეიმს ბლანტმა კონცერტი გამართა და მსმენელს ქართულად მიესალმა -„გამარჯობა“. 

ცნობილმა მომღერალმა და კომპოზიტორმა ყველასთვის ნაცნობი სიმღერები შეასრულა მისი ბოლო ალბომიდან "Afterlove".

დაახლოებით ორსაათიანი პროგრამის განმავლობაში მუსიკოსმა რამდენიმე ქართული სიტყვა წარმოთქვა და ქართველ მსმენელს მადლობა მშობლიურ ენაზე რამდენჯერმე გადაუხადა.

მან სცენიდან სტადიონზე მყოფ მაყურებლებთან ერთად „სელფიც“ გადაიღო და აღნიშნა, რომ საქართველოში სტუმრობით მოხარულია.
უამინდობის მიუხედავად, მომღერალმა ქართველი მსმენელი თავისი მუსიკით აღაფრთოვანა. ისინი ჯეიმს ბლანტთან ერთად ასრულებდნენ ცნობილ ჰიტებს, მათ შორის You're Beautiful-სა და Goodbye My Lover-ს.

განსაკუთრებით მოულოდნელი აღმოჩნდა მომღერლის სურვილი, რომელმაც მსმენელს ჩამუხლვა, შემდეგ კი განათება სთხოვა. აციმციმებული სტადიონი ჯეიმს ბლანტის დაუვიწყარი მუსიკის ფონზე მართლაც შთამბეჭდავ ეფექტს ქმნიდა. 

"ნახვამდის, Happy Birthday Georgia, იმედია, მალე შევხვდებით", - ასე დაემშვიდობა ბლანტი კონცერტის დასრულებისას ქართველ მსმენელს.

ჯეიმს ბლანტი პირველი სოლო მომღერალია, რომელიც Black Pearl Live მოწვევითა და ორგანიზებით საქართველოს სპეციალურად 26 მაისისთვის მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ესტუმრა და ფესტივალში "დამოუკიდებლობის დღე" მიიღო მონაწილეობა. 

ჯეიმს ბლანტის სცენაზე გამოსვლამდე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ კონცერტში ასევე მონაწილეობა მიიღეს ჯგუფებმა - The Parlotones - როკ ბენდი იოჰანესბურგიდან (სამხრეთ აფრიკა), ასევე ქართულმა როკ ჯგუფებმა Young Georgian Lolitaz და Loudspeakers.

ჯეიმს ბლანტს სახელი გაუთქვა 2005 წელს გამოცემულმა ალბომმა Back to Bedlam და სინგლებმა „You're Beautiful“ და „Goodbye My Lover“. მის რეპერტუარს შეიძლება ეწოდოს აკუსტიკური პოპის, როკ-მუსიკისა და ხალხური მუსიკის სინთეზი. დამოუკიდებელ ლეიბლზე Custard Records ჩანაწერების გამოცემის შემდეგ ბლანტმა მიიღო ბრიტანული მუსიკის ორი, MTV-ს ვიდეოს ორი და აივორ ნოველოს ორი ჯილდო.

2006 წლისათვის იგი გრემის ხუთ ჯილდოზე იყო ნომინირებული. შემდეგ წელს გამოიცა მისი მეორე ალბომი All the Lost Souls (2007). ბლანტის მესამე ალბომი Some Kind of Trouble გამოვიდა 2010 წლის ნოემბერში.

მსოფლიო მასშტაბით გაიყიდა ბლანტის 18 მილიონზე მეტი ალბომი, ხოლო სადებიუტო, Back to Bedlamმოხვდა ბრიტანეთში 2000-იანი წლების ყველაზე გაყიდვადი ალბომების სიაში.

14 ოქტომბერს მერაბ სეფაშვილის 40 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება

14 ოქტომბერს მერაბ სეფაშვილის 40 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება

17 სექტემბერი, 2018

სპეციალური სტუმარი თბილისის ბიჭუნათა კაპელა და ახალგაზრდული გუნდი იქნება.

USD 2.6179
EUR 3.0606
GBP 3.4517
TRY 0.4156