თბილისში,  ფორუმი "ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის" მიმდინარეობს

თბილისში, ფორუმი "ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის" მიმდინარეობს

თბილისში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით დღეს ქართული დიასპორის დღე იმართება, რომელიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირების გაღრმავებას, ქართული დიასპორის წინაშე არსებულ გამოწვევებზე მსჯელობას და დიასპორული ორგანიზაციების მხარდასაჭერად ეფექტური გზების ძიებას.

დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ფორუმის მონაწილენი კოჯორში გვირგვინით შეამკობენ იუნკერთა მემორიალს და მოინახულებენ საოკუპაციო ხაზს.

ფორუმზე მოწვეულ მონაწილეებს შორის არიან საზღვარგარეთ მოქმედი ქართული ორგანიზაციებისა და საკვირაო სკოლის ხელმძღვანელები და უცხოეთში სხვადასხვა პროფესიულ სფეროში მოღვაწე თანამემამულეები, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრების შთამომავლები, საქართველოს ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე, კერძო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. ღონისძიებაში მონაწილეობას ჯამში 22 სხვადასხვა ქვეყნიდან 400 მდე სტუმარი მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში 28 მაისს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები თბილისსა და მცხეთაში.

ოთარ ზურაბიშვილი: განსხვავებული პოზიციის გამო სალომე ზურაბიშვილი ძალადობის ობიექტად იქცა

ოთარ ზურაბიშვილი: განსხვავებული პოზიციის გამო სალომე ზურაბიშვილი ძალადობის ობიექტად იქცა

3 საათის წინ

"ჩემი მოსაზრებები ცნობილია და მათთვის, ვისაც ეჭვი ეპარება, ერთხელ კიდევ დავადასტურე ისინი. ამ განცხადებით მე შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მათ ვინც განსხვავებულად ფიქრობს და გამოხატავს სხვა მოსაზრებებს. ამიტომ მივესალმებოდი იმას, რომ...

USD 2.6188
EUR 3.0593
GBP 3.4414
TRY 0.4088