სააკაშვილი: არ მინდა, რომ ჩემი ქვეყანა გაბანძდეს

სააკაშვილი: არ მინდა, რომ ჩემი ქვეყანა გაბანძდეს

პარტია "ახალ ძალთა მოძრაობის" ლიდერი და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ვიდეომიმართვას იგი თავის ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.

"ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, მოგესალმებით პოლონეთიდან და გილოცავთ საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის 100 წლისთავს. ქართველები დაბადებულები ვართ იმისთვის, რომ ვიყოთ თავისუფლები. ჩვენი წარმატება, ჩვენი ღირსება ყოველთვის არის ჩვენს თავისუფლებაში.

თავისუფლება ძალიან ძვირფასია, მაგრამ არის მსხვრევადი და ახლა ჩვენი თავისუფლება არის ისევ საფრთხის ქვეშ.

საქართველო მაგონებს ველოსიპედს, სადაც პედლები სწრაფად ტრიალებდა, სწრაფად მივდიოდით წინ... პედლები აღარ ტრიალებს, რაღაც პერიოდი ინერციით წავედით წინ, ველოსიპედმა დაიწყო გადახრა, შეაჩერა, შენელდა და შეიძლება წაიქცეს და გადაიჩეხოს. იმისათვის, რომ არ გადავიჩეხოთ, ჩვენ უნდა დავდგეთ ერთად. ეს ურჩხული, რომელიც მოაჯდა საქართველოს, უნდა მოვიშოროთ მისი მარწუხები, რაც შესაძლებელია მხოლოდ ერთიანობით, მხოლოდ ერთად დგომით, ძველი წყენების დავიწყებით, რადგან საქართველო 5 წლის განმავლობაში მსოფლიოს პირველი რეფორმატორი იყო. მთელს მსოფლიოში იყო წარმატების მაგალითი.

არ მინდა, რომ ჩემი ქვეყანა გაბანძდეს. გული მტკივა, როდესაც მის დამცირებულ მდგომარეობას ვხედავ. გული მტკივა, როდესაც ვხედავ, თუ როგორ დასცინიან ჩვენს ხალხს.

ჩვენ ისევ გავხდებით მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ქვეყანა ბევრად სწრაფად, ბევრად შინაარსიანად, ბევრად ქმედითად წავალთ წინ, გამოვალთ ამ გაჭირვებიდან, გადავლახავთ ამ პრობლემებს და საქართველო დაიბრუნებს თავის ბრწყინვალებას. საქართველო მთელს მსოფლიოში ისევ უმაგრესი ქვეყანა გახდება. ჩვენ ამას ერთად გავაკეთებთ. თქვენი ძალიან დიდი იმედი მაქვს", - აცხადებს სააკაშვილი.

აშშ-ის კონგრესს საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია წარედგინა

აშშ-ის კონგრესს საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია წარედგინა

10 საათის წინ

რეზოლუციის სპონსორია საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარე, კონგრესმენი ტედ პო (რესპუბლიკელი-ტეხასის შტატი). რეზოლუციას ამ ეტაპზე ჰყავს 8 თანასპონსორი კონგრესმენი, როგორც რესპუბლიკური, ასევე დემოკრატიული პარტიიდან. რეზოლუცია წინ...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167