მიხეილ ჯანელიძემ, საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოფენაზე, დიპლომატიის მუზეუმის დაარსება დააანონსა

მიხეილ ჯანელიძემ, საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოფენაზე, დიპლომატიის მუზეუმის დაარსება დააანონსა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ დღეს რუსთაველის გამზირზე საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოფენაზე დიპლომატიის მუზეუმის დაარსება დააანონსა.  

“ჩვენი მიზანია, რომ დავაარსოთ ქართული დიპლომატიის მუზეუმი, სადაც იქნება წარმოჩენილი ყველა ის მიღწევა და ქმედება, რომელიც გადაიდგა ქართული დიპლომატიის მიერ და რომელმაც მოიტანა დღევანდელი დღე, მოიტანა თავისუფალი საქართველო, საქართველო, რომელიც არის დასავლური სივრცის ნაწილი. ჩვენ ვიბრძვით ნათელი მომავლისთვის და ამას ვაკეთებთ ჩვენი ისტორიიის კარგად გააზრებით. სწორედ ამას ეძღვნება დღევანდელი გამოფენა”-აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრმა გამოფენა-მუზეუმის დამთვარიელებლებს საიუბილეო თარიღი მიულოცა და მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი გააკეთა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით საქართველო ერთგული დარჩა ევროპული კურსის, რომელიც 100 წლის წინ საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ აირჩია.

“მთელს საქართველოს ვულოცავ დღევანდელ დღეს, 100 წლის წინ 26 მაისს, ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა, ეს იყო რესპუბლიკა, რომელიც ეფუძნებოდა იმ დროისთვის საუკეთესო სტანდარტებს, ევროპულ ღირებულებებს, ეს იყო ევროპული არჩევანი და ეს რესპუბლიკა შეიქმნა დემოკრატიის პრინციპებზე დაფუძნებით. ის კონსტიტუცია, რომელიც დაიწერა იყო საუკეთესო იმ პერიოდში და იგი დღესაც არის ერთ-ერთი სამაგალითო. ჩვენ ძალიან დიდი ისტორია გვაქვს ჩვენი ევროპული ინტეგრაციის და ევროპული მისწრაფებების კუთხით.

პირველი რესპუბიკა და მისი საგარეო პოლიტიკა ეფუძნებოდა ჩვენს დასავლურ კურსს, იდგმებოდა პირველი ნაბიჯები და ხდებოდა ჩვენი ქვეყნის აღიარება როგორც ევროპის ნაწილის. სამწუხაროდ ეს დიდხანს არ გაგრძელდა, მაგრამ 1991 წლის შემდეგ ჩვენ მტკიცედ დავადექით ამ გზას და დღეს ჩვენ ვართ ძალიან ახლოს ევროკავშირთან, ვართ ძალიან ახლოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან, ჩვენ ვართ ევროატლანტიკური სივრცის ძალიან მნიშვნელოვანი პატნიორი და ეს აღიარებულია ყველა ჩვენი მეგობრის და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრის მიერ” - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

მინისტრის განცხადებით საქართველოს არასდროს არ ყოფილა ისე ახლოს ევროკავშირთან და ნატო-სთან როგორც დღეს. მინისტრის თქმით სწორეს ეს არის საქართველოს უკეთესი მომავალი, საქართველოს მოქალაქეებისთვის მეტი კეთილდღეობა და ახალი თაობებისთვის ნათელი მომავალი. ​

7 სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის  თბილისი“ ჩატარდება

7 სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ ჩატარდება

39 წუთის წინ

ფესტივალის პროგრამა, დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ და ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ვახტანგ კახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე წარადგინეს. სოფიო ხუნწარიას...

USD 2.5773
EUR 2.9299
GBP 3.2729
TRY 0.4452