ბრიტანელი ვარსკვლავი ჯეიმს ბლანტი უკვე საქართველოშია

ბრიტანელი ვარსკვლავი ჯეიმს ბლანტი უკვე საქართველოშია

ბრიტანელი ვარსკვლავი ჯეიმს ბლანტი უკვე საქართველოშია. მან ცოტა ხნის წინ მედიისთვის პრესკონფერენცია გამართა.

როგორც ცნობილმა მომღერალმა განაცხადა, მას საქართველოს ისტორიის, არქიტექტურის შესახებ სმენია და იმედოვნებს, რომ საქართველოს უკეთ გაცნობის საშუალება მიეცემა. ქართველმა ჟურნალისტმა ეკატერინე ტუკვაძემ მას საქართველოს რუკა და საქართველოს შესახებ ტურისტული, ინგლისურენოვანი გზამკვლევი გადასცა.

შეგახსენებთ, რომ ჯეიმს ბლანტი პირველი სოლო მომღერალია, რომელიც Black Pearl Live მოწვევითა და ორგანიზებით საქართველოს სპეციალურად ამ დღისთვის მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ესტუმრება  და ფესტივალში "დამოუკიდებლობის დღე" მიიღებს მონაწილეობას. მომღერალი და კომპოზიტორი  სიმღერებს მისი ბოლო ალბომიდან "Afterlove" შეასრულებს.

ღონისძიებაში  ასევე მონაწილეობს The Parlotones - როკ ბენდი იოჰანესბურგიდან (სამხრეთ აფრიკა). ღონისძიებას  მასპინძლობას როკ ჯგუფები Young Georgian Lolitaz და Loudspeakers გაუწევენ. Young Georgian Lolitaz - ეს არის მამაკაცებით დაკომპლექტებული პირველი ბენდი, რომელიც 2016 წლის "ევროვიზიაზე" საქართველოდან წარსდგა, Loudspeakers - ცნობილი ქართული როკ ჯგუფი, რომელმაც უზარმაზარი პოპულარობა Tbilisi Altervision მუსიკალური ფესტივალით მოიპოვა.

14 ოქტომბერს მერაბ სეფაშვილის 40 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება

14 ოქტომბერს მერაბ სეფაშვილის 40 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება

17 სექტემბერი, 2018

სპეციალური სტუმარი თბილისის ბიჭუნათა კაპელა და ახალგაზრდული გუნდი იქნება.

USD 2.6188
EUR 3.0593
GBP 3.4414
TRY 0.4088