დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: სიცრუეა, როცა ლაპარაკობენ, რომ პატრიარქმა არ იცის იმ განცხადებების შესახებ, რომელიც ვრცელდება

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: სიცრუეა, როცა ლაპარაკობენ, რომ პატრიარქმა არ იცის იმ განცხადებების შესახებ, რომელიც ვრცელდება

"სიცრუეა, როდესაც ვირაც ლაპარაკობს, რომ პატრიარქმა არ იცის იმ განცხადებების შესახებ, რომელიც ვრცელდება“, -ამის შესახებ დეკანოზმა, ანდრია ჯაღმაიძემ, „ტვ პირველის“ გადაცემა „პირველებში“,  საპატრიარქოსა და "რუსთავი2"-ს შორის დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

"ნიკა გვარამიას ტელევიზია, ეკლესიასთან მიმართებაში არაერთ სიცრუეში  გვყავს მხილებული. გახსოვთ მისი პატრიარქთან ვიზიტი, მაშინ მისი ტელევიზიით გადიოდა ანონსი, რომ პატრიარქმა დაიბარა. ზუსტად ვიცით, რომ პატრიარქს არ დაუბარებია, შემდგომში ამას მოჰყვა შანტაჟის ტონის მიმართვები საპატრიარქოსა და საეკლესიო პირების მიმართ, რომ  მას აქვს რაღაც სკანდალური მასალები და გამოაქვეყნებს თუ რაღაცა პირობები არ შესრულდება.

 მერე დამშვიდობებისას, პატრიარქმა მითხრაო, რომ თქვენ ძალიან ბევრ  სიკეთეს აკეთებთო, სინამდვილეში ასე არ ყოფილა, პატრიარქმა უთხრა: გააკეთე სიკეთეო, ეს  კი გადააკეთა.

გუშინ იყო კიდევ  განცხადება, რომ თითქოს პატრიარქის ზურგს უკან იწერება განცხადებები და დღეს პატრიარქის მდივანმა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა, ამის გამო დამატებითი განმარტებები გააკეთა. სრული სიცრუეა, როდესაც ლაპარაკობს ვიღაცა, რომ პატრიარქმა არ იცის იმ განცხადებების  შესახებ, რომელიც ვრცელდება“, - განაცხადა დეკანზომა ანდრია ჯაღმაიძემ.

მასალა მოამზადა თეონა ციხიშვილმა. 

მეუფე შიო: რაც არ უნდა რიტუალი აღასრულო, თუ შინაგანად ქრისტიანი არ ხარ, უფალი შენს თხოვნას არ შეასრულებს

მეუფე შიო: რაც არ უნდა რიტუალი აღასრულო, თუ შინაგანად ქრისტიანი არ ხარ, უფალი შენს თხოვნას არ შეასრულებს

5 წუთის წინ

"დიდი სიყვარული, ღრმა სარწმუნოება, დიდი სიმდაბლე და საკუთარი უღირსების შეგრძნება, ეს არის საწინდარი იმისა, რომ ღმერთმა ჩვენი თხოვნა შეგვისრულოს. ჩვენთან ხშირად არის მიღებული, წადი მოიარე 12 ეკლესია ან ფეხშიშველი სადღაც იმოგზაურე, ან რაღაც...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207