საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი რუმინელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი რუმინელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებში რუმინეთის ვიცე-პრემიერს ანა ბირჩალს შეხვდა, რომელიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებში იღებს მონაწილეობას. რუმინეთის მთავრობის სახელით, ანა ბირჩალმა ქართველ ხალხს 26 მაისი მიულოცა და ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ ისტორიულ კავშირებს. 

შეხვედრის ფარგლებში აღინიშნა ორმხრივი ურთიერთობების აქტიური დინამიკა, რაც მაღალი დონის ვიზიტების განხორციელებასა და დარგობრივ თანამშრომლობაში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში წარმატებულ ინტერაქციაში გამოხატება. მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა არსებული ურთიერთობების სტრატეგიულ ჭრილში გადაყვანასთან დაკავშირებით და შეთანხმდნენ სტრატეგიული პარტნიორობის ფორმირებების საკითხებზე მოლაპარაკებების გაგრძელების თაობაზე.

მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა რუმინეთის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისთვის. რუმინეთის ვიცე-პრემიერმა, თავის მხრივ, დაადასტურა საქართველოსა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საკითხების აქტუალურობა ევროკავშირის საბჭოს მომავალი პრეზიდენტობის პირობებში, რომელსაც რუმინეთი 2019 წლის იანვრიდან გადაიბარებს და შეთანხმდნენ აღნიშნულ პერიოდში კოორდინირებულ ქმედებებზე.

პოლიტიკური ურთიერთობების პარალელურად, მხარეებმა განიხილეს სექტორული თანამშრომლობის მნიშვნელობა, განსაკუთრებით ხაზი გაუსვეს სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკის სფეროებში ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივებს. ინიციატივების ჩამოყალიბებისა და კონკრეტული შედეგების მიღწევის თვალსაზრისით, აღინიშნა საქართველოსა და რუმინეთის სამთავრობოთაშორისი ეკონომიკური კომისიის მორიგი სხდომის მნიშვნელობა, რომელიც 2018 წლის ივნისშია დაგეგმილი.

შეხვედრის ბოლოს, ანა ბირჩალმა კიდევ ერთხელ მიულოცა საქართველოს ეს მნიშვნელოვანი თარიღი.

პარლამენტის დელეგაცია შალვა კიკნაველიძის ხელმძღვანელობით ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

პარლამენტის დელეგაცია შალვა კიკნაველიძის ხელმძღვანელობით ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

2 საათის წინ

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის წევრებმა შეხვედრა ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ალი ლარიჯანისთან გამართეს. ალი ლარიჯანიმ საქართველოს პარლამენტის დელეგაციას ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207