დიმიტრი ქუმსიშვილი: მინდა, საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე

დიმიტრი ქუმსიშვილი: მინდა, საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე

დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ულოცავს.

"მინდა საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე - 100 წლის წინ 1918 წლის 26 მაისს საქართველო გამოცხადდა დამოუკიდებელ, დემოკრატიულ რესპუბლიკად და, ეს რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მიღწევა იყო ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ უკვე მაშინ, გამომდინარე ჩვენი ათასწლეული ისტორიიდან გვქონდა ღირებულებები, რომელიც იყო ნამდვილად დემოკრატიული", - განაცხადა პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, რომელიც რუსთაველის გამზირზე ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფება და სადღესასწაულო ღონისძიებებში მონაწილეობს. 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სადღესასწაულო ღონისძიებებში რამდენიმე სივრცითაა წარმოდგენილი, მათ შორის ტექნოპარკის, "აწარმოე საქართველოში", საქართველოს ფოსტის და ბათუმის საზღვაო აკადემიის. ამასთან, სამინისტრო აქტიურ მონაწილეობას იღებს სადღესასწაულო ღონისძიებებში მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის ქუთაისში, გორში და სხვა ქალაქებში.

დიმიტრი ქუმსიშვილმა სამინისტროს სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად რუსთაველის გამზირზე დაათვალიერა სამეწარმეო მარკეტი, სადაც  პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარების და ქართველი სტარტაპერების მიერ შექმნილი პროდუქციაა წარმოდგენილი.

"ჩვენ გვყავს სიმბოლურად მოწვეული 100 მონაწილე "აწარმოე საქართველოდან". ასევე "საქართველოს ფოსტა" არის წარმოდგენილი რუსთაველის გამზირზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის  ფოსტის ისტორიის და ასევე თვითონ მარკის ისტორიის განვითარებას გაგვაცნობს. წარმოდგენილია საზღვაო აკადემია და, რა თქმა უნდა, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო. მე დარწმუნებული ვარ, რომ რუსთაველზე მოსული სტუმრები ძალიან ბევრ ძალიან საინტერესოს ნახავენ და ისიამოვნებენ დღევანდელი ზეიმით", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით "მეღვინეობა ვაზიანმა" სოფელ ენისელსა და გრემში ვენახები შეიძინა

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით "მეღვინეობა ვაზიანმა" სოფელ ენისელსა და გრემში ვენახები შეიძინა

22 ივნისი, 2018

ვენახებში ძირითადად გაშენებულია საფერავისა და რქაწითელის ჯიშის ყურძნები, ასევე ისეთი  იშვიათი ყურძნის ჯიშები, როგორიცაა ქისი, ხიხვი, კრახუნა, ციცქა, უსახელოური, შარდონე და კახური მწვანე. საქართველოს ბანკისა და "მეღვინეობა ვაზიანის"...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207