ლიეტუვის პრეზიდენტის ვიდეომილოცვა საქართველოს: დიდება თავისუფლებას! (ვიდეო)

ლიეტუვის პრეზიდენტის ვიდეომილოცვა საქართველოს: დიდება თავისუფლებას! (ვიდეო)

ლიეტუვის პრეზიდენტი მოსალოცად მხოლოდ საქართველოში ჩამოსვლას არ დასჯერდა და პატარა, ლამაზი ვიდეო მოლოცვაც მოამზადა თითოეული ქართველისთვის! გთავაზობთ მოლოცვის ტექსტს ქართულ ენაზე: 

"ძვირფასო საქართველო, 

ლიეტუვა გიგზავნით გულთბილ მოკითხვას ბალტიის ზღვის სანაპიროებიდან. მთელი გულით ვულოცავთ თქვენს არაჩვეულებრივ ქვეყანას, რომელიც პირველი ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს აღნიშნავს. 

თქვენი ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ ძალზე გულადი ნაბიჯი იყო, რომელიც მოდიოდა ურყევი ნებიდან ყოფილიყავით თავისუფლები. დღეს, ჩვენ ვაფრიალებთ ხუთჯვრიან დროშას, რომ ვიზეიმოთ თქვენთან ერთად.

ჩვენს ქვეყნებს აერთიანებთ თავისუფლების სიყვარული და დამოუკიდებლობის დაცვის მტკიცე ნება და ჩვენ ამაყები ვართ, რომ ვართ თქვენი მეგობრები - მეგობრები მამაცი ერისა, რომელმაც ამდენს მიაღწია. 

დიდება თავისუფლებას!", - ამბობს ლიეტუვის პრეზიდენტი. 

ზალკალიანი: დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია, მაგრამ ის არ უნდა იყოს პოლიტიზირებული

ზალკალიანი: დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია, მაგრამ ის არ უნდა იყოს პოლიტიზირებული

1 საათის წინ

მინისტრის განცხადებით დიალოგს და თანამშრომლობას ალტერნატივა არ აქვს, თუმცა არ უნდა მოხდეს ამ საკითხის პოლიტიზირება. „რა თქმა უნდა დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია, მაგრამ ეს დიალოგი არ უნდა იყოს პოლიტიზირებული. ჩვენ გვაქვს ძალიან...

USD 2.5773
EUR 2.9299
GBP 3.2729
TRY 0.4452