თელავში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები 12:00 საათიდან დაიწყება

თელავში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები 12:00 საათიდან დაიწყება

  • iRegions.Ge
  • 25 მაისი, 2018
  • 10:50
  • ადმინისტრატორი

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები თელავში დილის 12 საათიდან დაიწყება. ამის შესახებ ,,აიპრესს,, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა განუცხადა.

შოთა ნარეკლიშვილის თქმით, მთელი დღის განმავლობაში თელავის ცენტრალურ მოედანზე, რამდენიმე ლოკაციაზე ყველა ასაკის სტუმრისთვის ჩატარდება სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებები.

"ღონისძიებებს თელავის ცენტრალურ მოედანზე 12 საათიდან დავიწყებთ. მოეწყობა სცენა, სადაც თელავთან დამეგობრებული ქალაქებიდან, ლიტველი და ბელორუსი სტუმრები გამართავენ კონცერტს. სხვადასხვა საკონცერტო ნომრებს შეასრულებენ ადგილობრივი ანსამბლებიც. საღამოს გალა კონცერტი ზუსტად რვა საათზე დაიწყება. მოეწყობა ასევე ღვინის გამოფენა, სპეციალურად პატარებისთვის იქნება გამოყოფილი საბავშვო კუთხე,თავდაცვის სამინისტრო გამოფენს თავის ტექნიკას.ხვალინდელ დღეს კი როგორც უკვე აღვნიშნე, გალა კონცერტი და ფოერვერკი დაასრულებს", -  განუცხადა "აიპრესს" შოთა ნარეკლიშვილმა.

ოზურგეთის საკრებულოს თავმჯომარე მჟავანაძის განცხადებაზე: ეს იყო პროვოკაცია

ოზურგეთის საკრებულოს თავმჯომარე მჟავანაძის განცხადებაზე: ეს იყო პროვოკაცია

18 ივნისი, 2018

ოზურგეთის საკრებულოს თავმჯომარე გიორგი ღორჯომელიძე "ნაციონალური მოძრაობის" წევრის დათო მჟავანაძის განცხადებას გამოეხმაურა.  "ეს იყო პროვოკაცია. სამწუხაროდ,  ამ პრვოკაციში მონაწილეობდა პიროვნება, რომელიც მუშაობს გუბერნიაში...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207