გვარამია: დარწმუნებული ვარ, პატრიარქმა საპატრიარქოს განცხადებაზე არაფერი იცის

გვარამია: დარწმუნებული ვარ, პატრიარქმა საპატრიარქოს განცხადებაზე არაფერი იცის

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საქართველოს საპატრიარქოს დღევანდელ განცხადებას პასუხობს. 

"სამწუხაროდ საქართველოს ეკლესიის ხელმძღვანელობაში დღეს არიან ძალები, რომლებიც მაქსიმალურად აზიანებენ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას და ეს ძალები თავმოყრილი არიან საპატრიარქოში და აკონტროლებენ მათ შორის საპატრიარქოს სახელით გავრცელებულ განცხადებას. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი არ ფლობს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რა გამოაქვეყნა დღეს საქართველოს საპატრიარქომ. ეს ადმინისტრაცია, მე ვიტყოდი ბნელი ადმინისტრაციაა. ამ ადმინისტრაციას გადაჰყავს თვითგანადგურების რეჟიმში ქართული ეკლესია, რომელსაც უზარმაზარი ისტორია აქვს და რომლის მრევლსაც  მიეკუთვნება ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის ამ კომპანიიაში. არავითარი ღვთისმგმობი გადაცემა აქ არ ყოფილა. იყო საუბარი ცენზურაზე - ცენზურა სწორედ უმრავლესობისთვის მიუღებელი აზრების აკრძალვას ეხება. ეს კიდევ ერთი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება საქართველოში ცენზურა ამოქმედდეს. 

საპატრიარქო პირდაპირ მოუწოდებს ხელისუფლებას, ცენზურასთან დაკავშირებული და მედიის შეზღუდვასთან დაკავშირებული კანონმდებლობა მიიღოს. ასევე, საკუთარ თავს ეწინააღმდეგება საპატრიარქო, რომელიც იმავე განცხადებაში ამბობს, რომ ის პოლიტიკაში არ ერევა. "რუსთავი 2"-ის შევიწროებას ცდილობს და ეს არის პოლიტიკური ამოცანა, იგივე პოლიტიკური ამოცანა, რომელიც ამოძრავებს "ქართულ ოცნებას". იგი ამბობს, რომ არა მხოლოდ სამღვდელო პირებმა უნდა გამოუცხადონ ბოიკოტი "რუსთავი 2"-ს, არამედ  პოლიტიკურმა ფიგურებმაც. 

დიდი ხანია ემზადება "ქარული ოცნება" "რუსთავი 2"-ის ბოიკოტირებისთვის და სამწუხაროდ, საქართველოს საპატრიარქო აღმოჩნდა ის ძალა, რომელმაც პოლიტიკური და ლეგიტიმური სარჩული მისცა ამ ბოიკოტს. 

ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს საპატრიარქო... შევახსენებ ყველას, რომ დღეს არა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს, არამედ საქართველოს საპატრიარქოსაც ჰყავს პოლიტიკური პატიმარი "ციანიდის საქმეზე", ეს არის დეკანონიზი მამალაძე. სახელმწიფო დაეხმარა, იმ ადამიანის ნეიტრალიზებაში, რომელსაც სისტემის მხილება უნდოდა შიგნიდან, და ეს ორგანიზაცია, ნაცვლად იმისა რომ ამყარებდეს მშვიდობას და კეთილგანწყობას ადამიანებს შორის და ყოველმხრივ ეხმარებოდეს გამოხატვის თავისუფლებისთვის მებრძოლ კომპანიებს, პირიქით, თამაშობს "ქართული ოცნების" თამაშს. ამას ვამბობ ღიად, მე არ ვგულისხმობ ყველა სამღვდელო პირს ან საპატრიარქოს ყველა თანამშომელს, მითუმეტეს არც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მაგრამ საქართველოს საპატრიარქო დღეს არიან შეკრებული ბნელი ძალები, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ ქვეყნის განვითარებას, ქართული ეკლესიის განვითარებას, საქართველოს ევროატლანტიკურ განვითარებას. დიახ, პრორუსული ორიენტაცია აქვთ, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ საქართველოში დემოკრატიას, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, ასევე შემოქმედებით თავისუფლებას, მხარს უჭერენ ცენზურის შემოღებას. ესენი არიან ბნელი კლერიკალური ძალები, რომელთა მსგავსი ჩვენ გვყავდა საუკუნეების წინ. 

ჩვენთვის ეს არავითარ ფასეულობას არ წარმოადგენს, ჩვენთვის ფასეულია ადამიანთა რწმენა, ჩვენთვის ფასეულია მრავალსაუკუნოვანი მართლმადიდებლური ეკლესია და არამც და არამც საპატრიარქოში თავმოყრილი რეტროგადები, რომლებიც აფერხებენ როგორც ქვეყნის განვითარებას, ასევე ეკლესიის და მორწმუნე ქართველების განვითარებას. 

საზოგადოებამ იცის, რომ ჩვენ ბოდიშის მოხდაც არ გვიჭირს, შეცდომების აღიარებაც არ გვიჭირს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ვითარებაში სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ არც საბოდიშო არაფერი გვაქვს და არც შეცდომა არ დაგვიშვია. ძალიან სამწუხაროა თუ ვინმეს პირადი გრძნობები შეილახა, ეს არ ყოფილა მიზანი, მიუხედავად ამისა, ამის გამო ვწუხვარ, მაგრამ არავითარ ბოდიშს არ იმსახურებს ამ წერილის გამომქვეყნებელი ორგანიზაცია, შავრაზმული, ქვეყნის და ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლი დაჯგუფება ადამიანებისა, რომლებიც პირდაპირ აღვივებენ შუღლს ადამიანებს შორის და ებრძვიან სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას,“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს საპატრიარქო "რუსთავი 2"-ს ეკლესიაზე რევანშისტულ ქმედებებში ადანაშაულებს

მეუფე შიოს თქმით, ადამიანს, რომელიც სოციალურ ქსელში ზიზღს სთესს, ღმერთი თხოვნას არ შეუსრულებს

მეუფე შიოს თქმით, ადამიანს, რომელიც სოციალურ ქსელში ზიზღს სთესს, ღმერთი თხოვნას არ შეუსრულებს

3 საათის წინ

"დიდი სიყვარული, ღრმა სარწმუნოება, დიდი სიმდაბლე და საკუთარი უღირსების შეგრძნება, ეს არის საწინდარი იმისა, რომ ღმერთმა ჩვენი თხოვნა შეგვისრულოს. ჩვენთან ხშირად არის მიღებული, წადი მოიარე 12 ეკლესია ან ფეხშიშველი სადღაც იმოგზაურე, ან რაღაც...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207