პრეზიდენტმა გურამ დოჩანაშვილი დააჯილდოვა

პრეზიდენტმა გურამ დოჩანაშვილი დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მწერალი გურამ დოჩანაშვილი ვაჟა ფშაველას სახელობის პრემიით დააჯილდოვა.

დაჯილდოების ცერემონია მწერალთა სახლში გაიმართა. 

ამასთან, მწერალთა სახლში შოთა რუსთაველის და საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატები დაჯილდოვდნენ. 

შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი მოქანდაკე გიორგი შხვაცბაია გახდა. მუსიკის დარგში პრემია პიანისტ ალექსანდრე კორსანტიას მიენიჭა, თეატრალური ხელოვნების დარგში კი მხატვარ გიორგი ალექსი მესხიშვილს. 

საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატის წოდება მიენიჭათ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს, ერეკლე გამყრელიძეს და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, ბესიკ იაშვილს. 

„ჩვენი დღევანდელი შეკრება არის ნაწილი იმ კვირის , როდესაც ჩვენ ერთად ვემზადებით ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი დღესასწაულის, ჩვენი პირველი რესპუბლიკის ასი წლის აღსანიშნავად. ეს იყო მომენტი ჩვენს ისტორიაში, როდესაც დამოუკიდებლობა შეძენილმა ერმა განსაზღვრა რანაირად უნდა ჩამოეყალიბებინა თავისი თავისუფალი არსებობა. ჩვენ ვზეიმობთ დღეს რადგანაც ჩვენ საამაყოდ გვაქვს საქმე. საამაყოდ გვაქვს საქმე თქვენი შემოქმედებიდან, თქვენი შრომიდან და თქვენი მოღვაწეობიდან გამომდინარე,“-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

კახა კალაძე ბუბა კიკაბიძეს და ნანი ბრეგვაძეს სიგელებს გადასცემს

კახა კალაძე ბუბა კიკაბიძეს და ნანი ბრეგვაძეს სიგელებს გადასცემს

24 ივლისი, 2018

"რამდენიმე დღის წინ ორ ადამიანს, რომელიც ყველასათვის დასაფასებელი და საყვარელი პიროვნებები არიან -ქალბატონ ნანი ბრეგვაძეს და ბატონ ვახტანგ, ბუბა კიკაბიძეს ჰქონდათ იუბილე. მინდა, დიდ სიყვარულით მივულოცო, მივულოცო ჩვენი თანამშრომლებისგან...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.6343
EUR 3.0047
GBP 3.3645
TRY 0.4000