ჯანელიძე გაეროს: რუსეთი აგრძელებს გაერო-ს ქარტიის და UNSC-ოს რეზოლუციის დარღვევას

ჯანელიძე გაეროს: რუსეთი აგრძელებს გაერო-ს ქარტიის და UNSC-ოს რეზოლუციის დარღვევას

საქართველოს  საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გაერო-ს უშიშროების საბჭოს დებატებში მიიღო მონაწილეობა, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნა სამხედრო კონფლიქტის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის საკითხები.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და ადგილზე ადამიანის უფლებების დარღვევის მძიმე ფაქტებზე. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარება და მისგან გამომდინარე ჰუმანიტარული შედეგების რეგულირება საერთაშორისო სამართალს უნდა ეფუძნებოდეს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მიუხედავად საქართველოს მთავრობის ძალისხმევისა, რუსეთის ფედერაციის მიერ უპატივცემულობა წარმოადგენს კონფლიქტის მოგვარების ძირითად დაბრკოლებას.

„რუსეთი აგრძელებს გაერო-ს ქარტიის და საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების, ისევე როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს (UNSC) 39 რეზოლუციის დარღვევას. რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ 10 წელი გავიდა და რუსეთის ფედერაციას ჯერ კიდევ შესასრულებელი აქვს ევროკავშირის მედიაციით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM), ერთადერთი წარმოდგენილი საერთაშორისო მექანიზმი, ვერ ახერხებს საკუთარი მანდატის სრულყოფილად განხორციელებას, რადგან რუსეთის ფედერაციის უკანონო სამხედრო ოკუპაციის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე შესვლის შესაძლებლობა არ ეძლევა. შეთანხმების მე-5 პუნქტის თანახმად, რუსეთის ფედერაციამ უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები და დაუშვას ადგილზე საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების არსებობის შესაძლებლობა“ - აღნიშნა მინისტრმა.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების არდაშვება რუსეთის ფედერაციის მხრიდან ქმნის გარემოს, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს და მათი ძირითადი უფლებების დაცვას. ამ კონტექსტში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა გაერო-ს მაღალი ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ ისაუბრა საქართველოს მოქალაქეების გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საკითხებზე.

როგორც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა მოკლებულია უსაფრთხოების მინიმალურ გარანტიებს და ირღვევა მათი ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლება, მათ შორის შეზღუდულია თავისუფლად გადაადგილება, განათლების მიღება მშობლიურ ენაზე და ირღვევა საკუთრების უფლებები.

„ოკუპირებულ რეგიონებში შესვლის უფლება არ აქვს არც ერთ საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმს, რათა უზრუნველყოს სანდო ინფორმაცია ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული საჭიროებების შესახებ, რაც სრულიად მიუღებელია საერთაშორისო თანამეგობრობისა და უშიშროების საბჭოსთვის“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით საქართველოში, გაერო-ს სადამკვირვებლო მისიის (UNOMIG) მანდატის გაგრძელებაზე 2009 წლის ვეტოს შემდგომ ოკუპირებულ რეგიონებში შეიქმნა ვაკუუმი და საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების ჩამოყალიბების აუცილებლობა, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს სამოქალაქო პირების დაცვაზე.

სიტყვის დასასრულს მიხეილ ჯანელიძემ მზადყოფნა გამოთქვა საქართველო შეუერთდეს ყველა იმ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია მსოფლიოში არსებული კონფლიქტების ფარგლებში დაუსჯელობასთან ბრძოლისკენ და ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერებისკენ.

აღსანიშნავია, რომ ღია დებატები თემაზე: სამხედრო კონფლიქტის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის საკითხები პოლონეთის თავმჯდომარეობის ინიციატივით გაიმართა.​

ინაშვილი: ვინც რეჟიმის ნაწილი იყავით მოლაშვილის წამებაზე და სხვა დანაშაულებზე დაიკითხებით!

ინაშვილი: ვინც რეჟიმის ნაწილი იყავით მოლაშვილის წამებაზე და სხვა დანაშაულებზე დაიკითხებით!

57 წუთის წინ

მისი თქმით, პარლამენტში შეტანილი აქვთ რეზოლუციის პროექტი და ბიუროზე მომავალ ორშაბათს გავა. "ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი რამ ქართველი ხალხისთვის, რაც იქ ხდება, იმიტომ რომ მწამებლები იძიებენ მკვლელობის საქმეს, ბოკერიაზე ვამბობ...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207