აპრილ-მაისში საგუნდო საზოგადოების ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების კონკურსი გაიმართა

აპრილ-მაისში საგუნდო საზოგადოების ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების კონკურსი გაიმართა

2018 წლის აპრილ - მაისში საქართველოს საგუნდო საზოგადოების ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების IV ეროვნული კონკურსი გაიმართა.

ჟიურის თავმჯდომარეობდა მარის სირმაისი: ლატვიის აკადემიის საპატიო წევრი, ლატვიის აკადემიური სახელმწიფო გუნდის ხელმძღვანელი, რიგის მუსიკისა და თეატრის აკადემიის პროფესორი და შერეული გუნდის ხელმძღვანელი, არაერთი საერთაშორისო საგუნდო კონკურსისა და ფესტივალის ჟიურის წევრი, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, რიგის საპატიო მოქალაქე.

კონკურსი იმართება ყოველწლიურად და, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრსა და საგუნდო საზოგადოებას შორის გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით, ჟიურის წევრები არიან ფოლკლორის ცენტრის სპეციალისტები. წელს ჟიურის წევრები იყვნენ ეთნომუსიკოლოგები: ნანა ვალიშვილი, თეა კასაბური და ნუნუკა შველიძე. ბოლო ორი წელია კონკურსში მონაწილეობენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სალოტბარო სკოლების მოსწავლეები. ჩვენდა სასიხარულოდ, სალოტბარო სკოლებმა სიმღერა-გალობის კატეგორიაში საუკეთესო შედეგები აჩვენა:

B-b-1 კატეგორია (ხალხური სიმღერა 6-დან 12 წლამდე) - საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ბაღდათის სალოტბარო სკოლის ბავშვთა გუნდი / ხელმძღვანელი: ლევან გერსამია - ოქროს მედალი

B-a-2 კატეგორია (ხალხური სიმღერა 6-დან 12 წლამდე) - საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის სალოტბარო სკოლის მგალობელ-მომღერალ გოგონათა ანსამბლი „სამშვენისი“ / ხელმძღვანელი: მაია გელაშვილი - ოქროს მედალი

C-a-2 კატეგორია (ქართული გალობა 13-დან 18 წალმდე) - საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის სალოტბარო სკოლის მგალობელ-მომღერალ გოგონათა ანსამბლი „სამშვენისი“ / ხელმძღვანელი: მაია გელაშვილი - ვერცხლის მედალი

B-a-1 კატეგორია (ხალხური სიმღერა 6-დან 12 წლამდე) - ბორჯომის სალოტბარო სკოლასთან არსებული ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „თორელები“ / ხელმძღვანელი: ლელა მუხურაძე - I ადგილი

44-წლიანი ემიგრაციის შემდეგ, გუჯი ამაშუკელი საქართველოში პირველად ჩამოდის

44-წლიანი ემიგრაციის შემდეგ, გუჯი ამაშუკელი საქართველოში პირველად ჩამოდის

5 საათის წინ

ვიზიტის მიზეზი მის მიერ “ვეფხისტყაოსნის” უნიკალური ხელნაწერისათვის შექმნილი ორიგინალური ჭედური ყდაა - სახელგანთქმული სკულპტორის პირველი სამუზეუმო ნაკეთობა, რომელიც საქართველოსთვის შეიქმნა. ამ ნამუშევრის პრეზენტაციაც 24 სექტემბერს, 18:00...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172