ხვამლის მთაზე მდებარე ეკლესია მოსახლეობამ უნებართვო სამუშაოების შესრულებისას დააზიანა

ხვამლის მთაზე მდებარე ეკლესია მოსახლეობამ უნებართვო სამუშაოების შესრულებისას დააზიანა

ლეჩხუმის მუნიციპალიტეტში, ხვამლის მთაზე მდებარე წმინდა გიორგის ეკლესიასთან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ადგილობრივები უნებართვო სამუშაოებს აწარმოებდნენ.

ფაქტს სააგენტოს მხრიდან მოჰყვება სამართლებრივი რეაქცია, მათი ინფორმაციით ინსპექცია პირველ რიგში შეაჩერებს წარმოებულ არაკანონიერ სამუშაოებს.

ხვამლის მთიდან დაბრუნებული არქეოლოგების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლების განცხადებით, დაზიანებულია ძველი ეკლესიების გალავნები, ეკლესიების ნაშთები და სავარაუდოს სამარხებიც.

მათივე ინფორმაციით მიწიდან ამოყრილია კერამიკა, ჩუქურთმებიანი ქვების ნაწილი.

როგორც არქეოლოგები აცხადებენ, ადგილზე სამუშაოები უნდა შესრულებულიყო სპეციალისტების მხრიდან, ნებართვით, ხელით და არა უნებართვოთ და ტრაქტორით.

26 მაისს ლეჩხუმში ხვამლობას აღნიშნავენ, სოწრედ ამ დღესთან დაკავშირებით მოსახლეობა ტერიტორიას ასუფთავებდა. 

43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა "ბლექ სი არენა"-ზე გრანდიოზული კონცერტით გაიხსნა

43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა "ბლექ სი არენა"-ზე გრანდიოზული კონცერტით გაიხსნა

7 საათის წინ

"ბლექ სი არენაზე“. მასშტაბური შოუ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გახსნა.  "წარმატებას ვუსურვებ მონაწილეებს გამორჩეულ მხარდაჭერას კი ჩვენს გოგონებისა და ბიჭეის გუნდს ვუცხადებ, წარმატება თითოელ...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172