მე-4 სამოგზაურო მედია ფორუმი

მე-4 სამოგზაურო მედია ფორუმი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მე-4 სამოგზაურო მედია ფორუმი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ღონისძიებაში ღვინისა და კულინარიის თემატიკაზე მომუშავე გავლენიანი საერთაშორისო ჟურალისტები მონაწილეობდნენ, მათ შორის ფრანგული გამოცემა Libérartion-ის, პოპულარული სამოგზაურო ჟურნალის The Trip Magazine-ის და კულინარიული ჟურნალის Food & Drink magazine-ის წარმომადგენლები, ასევე იტალიური ონალინგამოცემა identiagolose.it ჟურნალისტი (გამოცემას ყოველთვიურად 1,5 მილიონიდან 2.3 მილიონამდე მკითხველი ჰყავს ) ფორუმის ფარგლებში ჟურნალისტებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტაციის ხელმძღვანელი შეხვდა, გიორგი ჩოგოვაძემ მედიის წარმომადგენლებს საქართველოს ტურისტული პოტენციალი გააცნო.

ფურიმის ფარგლებში პრეზენტაცია გამართეს ღვინის ეროვნული სააგენტოს და გასტრონომიული ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებმა. ფორუმის მონაწილეებისთვის ქართული ღვინის დეგუსტაცია მოეწყო. პრესტურის ფარგლებში უცხოელი ჟურნალისტები დაესწრნენ ახალი ღვინის ფესტივალს და ბუნებრივი ღვინის საერთაშორისო ფესტივალს "ZERO COMPROMISE". ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ღვინისა და გასტრონომიული ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით წელიწადში ორჯერ მაისსა და სექტემბერში ღვინის ფორუმს მართავს საერთაშორისო ჟურნალისტებისთვის. მაისსში - ახალი ღვინის ფესტივალსა და სექტემბერში, რთველის პერიოდში.

ქობულია: ერთ-ერთი ქვეყანა ვართ, სადაც ციფრული მაინინგის სფეროში დიდი ინვესტიციები განხორციელდა

ქობულია: ერთ-ერთი ქვეყანა ვართ, სადაც ციფრული მაინინგის სფეროში დიდი ინვესტიციები განხორციელდა

21 სექტემბერი, 2018

"დღევანდელი კონფერენცია  იმის დამადასტურებელია, რომ ძალიან ძლიერი კომპანიები და სერიოზული ინვესტორები, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით ამ ბიზნესში მონაწილეობენ, საქართველოს სერიოზულად უყურებენ, რაც ჩვენთვის ძალიან სასარგებლოა - ეს...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172