სარფში, მოქალაქეები ეკლესიის გვერდით სამორინეს ფუნქციონირებას აპროტესტებენ

სარფში, მოქალაქეები ეკლესიის გვერდით სამორინეს ფუნქციონირებას აპროტესტებენ

"არა კაზინოს - ეკლესიის, მეჩეთის, სინაგოგას და სხვა სალოცავი ადგილების ეზოსა თუ მიმდებარედ!" - ამ ლოზუნგით სარფის საბაჟოსთან მდებარე ეკლესიასთან საპროტეტსო აქცია მიმდინარეობს.

მოქალაქეთა ჯგუფი ეკლესიის გვერდით სამორინეს ფუნქციონირებას აპროტესტებს.

"დაუშვებელია ეკლესიის გვერდით ეშმაკის სახლის არსებობა, ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი კაზინოების, მაგრამ არა აქ"-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თამაზ ბაკურიძემ.

აქციის მონაწილეები სამორინეს დახურვას და მის ნაცვლად ახალგაზრდული გამაჯანსაღებელი ცენტრის გახსნა მოითხოვა.

თავდაპირველად სამორინეს გახსნა სასულიერო პირებმა გააპროტესტეს. ბოლოს აქცია ორი დღის წინ გაიმართა. დღევანდელი აქციის მონაწილეები პროტესტის გაგრძელებას მიმდევნო დღეებშიც გეგმავენ.

დღეიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას თორნიკე რიჟვაძე უხელმძღვანელებს

დღეიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას თორნიკე რიჟვაძე უხელმძღვანელებს

1 საათის წინ

იგი ახალ თანამდებობაზე მუშაობის დაწყებამდე აჭარის მთავრობის აპარატში მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს შეხვდა. შეხვედრას, რომელზედაც რეგიონში არსებული გამოწვევები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, აჭარის უმაღლესი...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080