"ევროპული საქართველო": ქუთაისის მერიაში პარტიული აქტივის დასაქმების მცდელობაა

  • iRegions.Ge
  • 21 მაისი, 2018
  • 07:47
  • ადმინისტრატორი

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატებმა "ევროპული საქართველო"-დან მერიის დაქვემდებარებაში არსებული ააიპებისა და შპს-ების შესახებ კვლევა წარმოადგინა.

ქუთაისის მერიის 15 აიპსა და შპს-ში ჯამში 3 649 ადამიანია დასაქმებული. აქედან შტატით 3 469, ხოლო შტატგარეშე 180 თანამშრომელია. დასაქმებულთა ხელფასისათვის თვეში მილიონ 508 484.4 ლარი, ხოლო წელიწადში 18 მილიონ 101 817 ლარი იხარჯება.

კვლევის ავტორი დეპუტატი მერაბ მეშველიანი ამბობს, რომ გაურკვეველია ააიპებში ხელფასების განსაზღვრის პრინციპი. კერძოდ, როგორც დეპუტატი განმარტავს, შტატგარეშე თანამშრომლების ხელფასი შტატში მყოფი თანამშრომლების ხელფასს ბევრად აღემატება.

"სხვადასხვა ააიპსა და შპს-ში განსხვავებულია დირექტორების ხელფასები. დირექტორებს ჰყავთ ორი, სამი მოადგილე, მრჩევლები, დუბლირებულია საკითხები. რამდენიმე აიპში შექმნილია ორკაციანი განყოფილებები. ჩვენ მოვუწოდებთ ქუთაისის მერიას გადახედოს თანამშრომლების საკითხს, რაც აშკარად გაბერილია და პარტიული აქტივის დასაქმების მცდელობაა," - ამბობს მერაბ მეშველიანი.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ოპოზიციონერი დეპუტატის კვლევასთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

ოზურგეთის საკრებულოს თავმჯომარე მჟავანაძის განცხადებაზე: ეს იყო პროვოკაცია

ოზურგეთის საკრებულოს თავმჯომარე მჟავანაძის განცხადებაზე: ეს იყო პროვოკაცია

18 ივნისი, 2018

ოზურგეთის საკრებულოს თავმჯომარე გიორგი ღორჯომელიძე "ნაციონალური მოძრაობის" წევრის დათო მჟავანაძის განცხადებას გამოეხმაურა.  "ეს იყო პროვოკაცია. სამწუხაროდ,  ამ პრვოკაციში მონაწილეობდა პიროვნება, რომელიც მუშაობს გუბერნიაში...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207