"თბილისის ცის ქვეშ" პროექტის ფარგლებში პიანისტ დავით ალადაშვილის კონცერტი გაიმართა

"თბილისის ცის ქვეშ" პროექტის ფარგლებში პიანისტ დავით ალადაშვილის კონცერტი გაიმართა

"თბილისის ცის ქვეშ" - დედაქალაქის მერიის ახალი პლატფორმის ფარგლებში, ვერის ბაღში, პიანისტ დავით ალადაშვილის სოლო კონცერტი გაიმართა. კონცერტს თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა დაესწრო. 

ირაკლი გვილავას თქმით, ახალი პროექტი ხელს შუწყობს თბილისის მასშტაბით კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნებას.

„პროექტის ფარგლებში კულტურული ღონისძიებები ქალაქის სხვადასხვა რაიონში მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება. დღეს ვერის ბაღში კლასიკური მუსიკის საღამოს პიანისტი დავით ალადაშვილი წარმოგვიდგენს. პროექტი ხელს შეუწყობს ქალაქის კულტურული ცხოვრებისა და ტურიზმის განვითარებას“, - განაცხადა ირაკლი გვილავამ.

"თბილისის ცის ქვეშ" დედაქალაქის მერიის მიერ ინიცირებული კულტურისა და ხელოვნების ახალი პლატფორმაა, რომელიც ყველა დაინტერესებულ პირს საკუთარი იდეების ღია ცის ქვეშ ახლებური ხედვით განხორციელების საშუალებას აძლევს. პროექტის მიზანია კულტურის საყოველთაო ხელმისაწვდომობა, ქალაქის ცხოვრების გამრავალფეროვნება, გარეუბნებში კულტურული ცხოვრების გააქტიურება, უქმე დღეებში მწვანე სივრცეებში დასვენების კულტურის ჩამოყალიბება, კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარება, მულტიდისციპლინური პროექტების ხელშეწყობა, ახალი ტალანტების აღმოჩენა და მათი მხარდაჭერა. პლატფორმა მოიცავს მუსიკალურ კონცერტებს, საგანმანათლებლო ლექციებს, საინფორმაციო ტურებს, ღია კინოჩვენებებს, სხვადასხვა ტიპის გამოფენებს, თეატრალურ წარმოდგენებს, ფესტივალებს და სხვა ღონისძიებებს, რომლებზეც დასწრება თავისუფალი იქნება.

ამავე პროექტის ფარგლებში, 19 მაისს, გლდანის რაიონში მაყურებლის წინაშე სუხიშვილების ნაციონალური ბალეტი წარდგა. კონცერტი ღია ცის ქვეშ გაიმართა. 

არქეოლოგებმა თელავში ჩვენ წელთაღრიცხვამდე II-I ათასწლეულით დათარიღებულ სამარხს მიაკვლიეს

არქეოლოგებმა თელავში ჩვენ წელთაღრიცხვამდე II-I ათასწლეულით დათარიღებულ სამარხს მიაკვლიეს

59 წუთის წინ

მეცნიერებმა სამარხში ადამიანის ჩონჩხის ნაწილებს რკინის დანას და თიხის საყოფაცხოვრებო ჭურჭელს მიაკვლიეს. პროფესორ ნიკა თუშაბრამიშვილის თქმით, სამარხი სავარაუდოდ იმ ეპოქის წარჩინებულ მეომარს უნდა ეკუთვნოდეს.  "აღმოჩენილი არქეოლოგიური...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207