ენიო მორიკონეს პირველი ვიზიტი საქართველოში და ანშლაგით დასრულებული კონცერტი (ვიდეო)

ენიო მორიკონეს პირველი ვიზიტი საქართველოში და ანშლაგით დასრულებული კონცერტი (ვიდეო)

ლეგენდარული კომპოზიტორის, ენიო მორიკონეს კონცერტით „ბლექ სი არენას“ 2018 წლის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. ცნობილი კომპოზიტორი და დირიჟორი, ენიო მორიკონე საქართველოს პირველად სტუმრობს. 

კომპოზიტორმა კონცერტი რომის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში,  „ბლექ სი არენაზე“ გამართა, რომელიც მაესტროს მოღვაწეობის 60–წლიანი იუბილეს ფარგლებში მიმდინარე მსოფლიო ტურნეს ნაწილია. აღსანიშნავია, რომ მაესტრო მორიკონე პირადად დირიჟორობდა ორკესტრს. 

ღონისძიებაში მონაწილეობა თბილისის ოპერის გუნდმაც მიიღო 70–კაციანი შემადგენლობით. ლეგენდარული კომპოზიტორის კონცერტით „ბლექ სი არენას“ 2018 წლის სეზონი საზეიმოდ გაიხსნა.

იტალიელი კომპოზიტორი და დირიჟორი ენიო მორიკონე  1928 წლის10 ნოემბერს, ცნობილი ჯაზ-შემსრულებლის ოჯახში, იტალიის დედაქალაქ რომში დაიბადა. მამამისი ტუბაზე უკრავდა. ენიო მორიკონემ წმინდა სესილიის სახელობის კონსერვატორია დაამთავრა. მხატვრული და ტელე-ფილმებისთვის მორიკონემ 500-ზე მეტი მუსიკა დაწერა, მათ შორისაა ფილმები " მალენა", "მგელი", "ჯანგო", "ხელშეუხებელნი", "ერთხელ ამერიკაში, "კარგი, ცუდი და ბოროტი" და სხვა.

1962 წლიდან ენიო მორიკონემ მუშაობა დაიწყო ხმის ჩამწერ სტუდიაში, სადაც არანჟირებას უკეთებდა მრავალ სიმღერას. 2007 წელს ენიო მორიკონეს კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის "ოსკარის" პრემია მიენიჭა.

საქართველოს ხელოვნების სასახლეს, ევროპის კულტურული მემკვიდრეობის უმაღლესი ჯილდო გადაეცა!

საქართველოს ხელოვნების სასახლეს, ევროპის კულტურული მემკვიდრეობის უმაღლესი ჯილდო გადაეცა!

22 ივნისი, 2018

ეს უმნიშვნელოვანესი აღიარება მუზეუმმა სამეცნიერო პროექტისათვის "ქსოვილი საქართველოდან" მიიღო. 400 გვერდიანი ნაშრომი კომპეტენტურმა ჟიურიმ ევროპის ტერიტორიაზე საუკეთესო სამეცნიერო კვლევად აღიარა! ხელოვნების სასახლე მადლობას უცხადებს...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207