გოცირიძე: რომელ კონსტიტუციაში გიწერიათ დეპუტატებს, რომ ემსახურებით ეკლესიას?!

გოცირიძე: რომელ კონსტიტუციაში გიწერიათ დეპუტატებს, რომ ემსახურებით ეკლესიას?!

"ძალადობის წყარო არის დღევანდელ ხელისუფლებაში, დღევანდელ პოლიტიკაში, დღევანდელ იდეოლოგიაში, რომელიც აქ იქმნებოდა", - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ პარლამენტის სესიაზე განაცხადა.

"აქედან ისმის სიტყვები, რომ ჩვენ ვემსახურებით საქართველოს და ეკლესიას. კი მაგრამ, რომელ კონსტიტუციაში გიწერიათ დეპუტატებს, რომ ემსახურებით ეკლესიას? თქვენ ემსახურებით ამომრჩეველს! ემსახურებით ქართველ ხალხს! თქვენ ხართ დეპუტატები და გუშინ იყავით მრევლი! ქუჩაში იდექით ტაბურეტკიანების გვერდით და ერთი თქვენი წარმომადგენელი არ მივიდა აქციაზე!(ჰომოფობიის, ტრანსფობიისა და ბიოფობიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული აქციაზე.რედაქცია). იმიტომ, რომ გრცხვენიათ! თქვენ სტიგმატიზებას ახდენთ დაჩაგრული ჯგუფების, უმცირესობის, ქალების, ბავშვების. თქვენ არასდროს დადგები იქ, იმიტომ რომ თქვენთის ეს არის ქულების დამკლები", - განაცხადა რომან გოცირიძემ. 

უგულავა: გვჭირდება პრეზიდენტი, რომელიც ვიზიტებში ლამაზად შეფუთული თაიგულივით არ ივლის

უგულავა: გვჭირდება პრეზიდენტი, რომელიც ვიზიტებში ლამაზად შეფუთული თაიგულივით არ ივლის

3 საათის წინ

"ამიტომ მიმაჩნია რომ ბაქრაძე იქნება ის პრეზიდენტი რომელიც ამ ჩიხური მდგომარეობიდან, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" შექმნა მშვიდად გაიყვანს ქვეყანას და ჩვენ გვექნება საიმედო პროგნოზირებადი ხვალინდელი დღე", - განაცხადა გიგი უგულავამ. 

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080