კვლევა "ქსოვილი საქართველოდან" ევროკავშირის კულტურული მემკვიდრეობის პრიზით დაჯილდოვდა

კვლევა "ქსოვილი საქართველოდან" ევროკავშირის კულტურული მემკვიდრეობის პრიზით დაჯილდოვდა

კვლევა ,,ქსოვილი საქართველოდან“ დაჯილდოვდა ევროკავშირის კულტურული მემკვიდრეობის პრიზით ,,ჩვენი ევროპა“ (Europa Nostra) 2018, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პრესსამსახური ავრცელებს.

გამარაჯვებულების დაჯილდოვება მოხდება სპეციალურ ცერემონიაზე 22 ივნისს, ბერლინის კონგრესის ცენტრში. ცერემონიას წარუძღვებიან მაესტრო პლასიდო დომინგო და ევროკომისარი ტიბორ ნავრაჩიჩი.
 
"2018 წლის 15 მაისს, ბრიუსელში, სამეცნიერო კლევითი პროექტი ,,ქსოვილი საქართველოდან“ გახდა კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ევროპის უმაღლესი ჯილდოს, Europa Nostra–ს გამარჯვებული. ,,ქსოვილი საქართველოდან“  მასშტაბური და საინტერესო კვლევითი პროექტია, რომლის უმთავრესი მიზანი ქართული ქსოვილის ისტორიის კვლევა, ძველი ტრადიციების აღდგენა და თანამედროვე ყოფით ცხოვრებაში მათი დამკვიდრებაა. პროექტი, რომელმაც თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე გამორჩეული მეცნიერული დატვირთვა შეიძინა, განხორციელდა  ხელოვნების სასახლის მიერ, გიორგი ჩუბინაშვილის კვლევით ცენტრთან და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის შედეგად.
 
Europa Nostra გამარჯვებულები გამოვლინდნენ 4 ნომინაციაში - კონსერვაცია; კვლევა; განსაკუთრებული ღვაწლი; განათლება, სწავლება და ცნობიერების ამაღლება, სულ –  17 ქვეყნის 29 ლაურეატი.  ევროპის კულტურული მემკვიდრეობის წლის აღნიშვნის ფარგლებში, დამოუკიდებელმა ჟიურიმ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ პროექტებზე.
 
ტიბორ ნავრაჩიჩმა, ევროკომისარმა განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის და სპორტის საკითხებში განაცხადა: ,
,კულტურული მემკვიდრეობა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი აქტივია. ის აშენებს ხიდებს ხალხსა და საზოგადოებას შორის, ისევე 
როგორც წარსულსა და მომავალს შორის."
 
Europa Nostra–ს პრეზიდენტმა და ოპერის სახელგანთქმულმა  მომღერალმა  პლასიდო დომინგომ განაცხადა:
 ,,თითოეული გამარჯვებული პროექტი პატივისცემასა და მხარდაჭერას იმსახურებს და ნათელი მაგალითია იმისა, რომ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა გაცილებით მეტია, ვიდრე ჩვენი წარსულის ხსოვნა; ის აწმყოს შეცნობისა და მომავლისკენ სწრაფვის ძირითადი რესურსია. სწორედ ამიტომ, უნდა ვაღიაროთ ჩვენი საერთო  კულტურული მემკვიდრეობა ევროპის მომავლისათვის!“ 
 
გამარაჯვებულების დაჯილდოვება მოხდება სპეციალურ ცერემონიაზე 22 ივნისს, ბერლინის კონგრესის ცენტრში. ცერემონიას წარუძღვებიან მაესტრო პლასიდო დომინგო და ევროკომისარი ტიბორ ნავრაჩიჩი. 
 
2002 წელს დაარსებული ეს პრიზი ხელს უწყობს კულტურული მემკვიდრეობის, როგორც ევროპის ეკონომიკის და საზოგადოების სტრატეგიული რესურსის როლის აღიარებას მემკვიდრეობის კონსერვაციის, კვლევის, მენეჯმენტის, განათლების და კომუნიკაციის სფეროს საუკეთესო მაგალითების აღიარებით და მათი დაჯილდოვებით.  პრიზის მხარდამჭერია ევროკავშირის პროგრამა ,,შემოქმედებითი ევროპა“ (Creative Europe), რომლის წევრი საქართველო 2015 გახდა.
 
2019 წლის ევროკავშირის კულტურული მემკვიდრეობის პრიზის საკონკურსო პირობებები გამოქვეყნდება 2018 წლის შემოდგომაზე შემდეგ ბმულზე", - ვკითხულობთ ევროკავშირის წარმომადგენლობის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
საქართველოს ხელოვნების სასახლეს, ევროპის კულტურული მემკვიდრეობის უმაღლესი ჯილდო გადაეცა!

საქართველოს ხელოვნების სასახლეს, ევროპის კულტურული მემკვიდრეობის უმაღლესი ჯილდო გადაეცა!

22 ივნისი, 2018

ეს უმნიშვნელოვანესი აღიარება მუზეუმმა სამეცნიერო პროექტისათვის "ქსოვილი საქართველოდან" მიიღო. 400 გვერდიანი ნაშრომი კომპეტენტურმა ჟიურიმ ევროპის ტერიტორიაზე საუკეთესო სამეცნიერო კვლევად აღიარა! ხელოვნების სასახლე მადლობას უცხადებს...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207