ფოლკლორის ცენტრში ახალქალაქის, ბათუმის, დუშეთის და წალენჯიხის სალოტბარო სკოლების კონცერტი გაიმართა

ფოლკლორის ცენტრში ახალქალაქის, ბათუმის, დუშეთის და წალენჯიხის სალოტბარო სკოლების კონცერტი გაიმართა

  • iRegions.Ge
  • 18 მაისი, 2018
  • 07:52
  • ადმინისტრატორი

17 მაისს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ეზოში - საზაფხულო სცენაზე - გაიმართა ახალქალაქის, ბათუმის, დუშეთის და წალენჯიხის სალოტბარო სკოლების მოსწავლეთა კონცერტი. 2015 წლიდან საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოში ეტაპობრივად იხსნება სალოტბარო სკოლები, სადაც ნებისმიერ მსურველს ქართული ხალხური სიმღერის და ტრადიციული გალობის სწავლა უფასოდ შეუძლია.

დღეისთვის უკვე ფუნქციონირებს 22 სალოტბარო სკოლა (ფოთი, ოზურგეთი, ბათუმი, ქობულეთი, შუახევი, წალენჯიხა, მესტია, ლენტეხი, ცაგერი, ამბროლაური, ონი, საჩხერე, ბაღდათი, სამტრედია, ზესტაფონი, ბორჯომი, ახალქალაქი, კასპი, გორი, დუშეთი, თელავი, ყვარელი), სადაც 800-მდე მოსწავლე უფასოდ ეუფლება ქართულ ხალხურ სიმღერას და საეკლესიო გალობას.

ბაქრაძე: არავის არ აწუხებს ის რაც აწუხებს ხალხს, უწყლობა, უგზოობა, უპატრონობა და მიტოვებული სოფლები

ბაქრაძე: არავის არ აწუხებს ის რაც აწუხებს ხალხს, უწყლობა, უგზოობა, უპატრონობა და მიტოვებული სოფლები

14 აგვისტო, 2018

გურჯაანის რაიონის სოფელ გიორგიწმინდაში, სადაც მოსახლეობას უწყლობის პრობლემა აწუხებთ, ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე მივიდა. ადგილობრივებმა დავით ბაქრაძეს სოფლის პრობლემები გაუზიარეს. გიორგიწმინდაში...

USD 2.6074
EUR 2.9495
GBP 3.3124
TRY 0.4224