ბაკურიანი და გუდაური თხილამურსა და სნოუბორდში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს

ბაკურიანი და გუდაური თხილამურსა და სნოუბორდში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს

საქართველო თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურსა და სნოუბორდში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა გახდა
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს თავისუფალი სტილით სრიალში - თხილამურსა და სნოუბორდში საქართველოს სამთო კურორტები - ბაკურიანი და გუდაური უმასპინძლებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ (FIS) საბერძნეთში გამართულ კონგრესზე მიიღო.

საქართველოს მიზანი - 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გასული წლის თებერვალში, სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ჯან ფრანკო კასპერს სენტ მორიცში გამართულ შეხვედრაზე გააცნო.

გიორგი კვირიკაშვილმა ჯან ფრანკო კასპერს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მთის კურორტებისა და ზამთრის სპორტის სახეობების განვითარების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების, მათ შორის, განხორციელებული და მიმდინარე ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ინვესტიციების შესახებ.

2017 წლის აპრილში კი, საქართველოს სათხილამურო ფედერაციამ მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე განაცხადი ოფიციალურად წარადგინა, რის შემდეგაც მთავრობის მეთაურმა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) გენერალურ მდივან სარა ლუისს და მის თანმხლებ დელეგაციას უკვე საქართველოში უმასპინძლა.

FIS-ის ექსპერტ - კოორდინატორი სათხილამურო ფრისტაილში ჯოზეფ ფიცჯერალდი, დელეგაციის წევრებთან ერთად, ადგილზე გაეცნო ქვეყნის სამთო პოტენციალსა და შესაძლებლობებს; მთის კურორტებისა და ზამთრის სპორტის სახეობების განვითარების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მხრიდან წარმატებულად შეფასდა.

FIS-ის ექსპერტთა ჯგუფი, მსოფლიო ჩემპიონატისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ტექნიკური ინსპექციის განხორციელების მიზნით, ქვეყანას გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენჯერმე ეწვია.

პროცესში აქტიურად იყო ჩართული ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აგრეთვე საქართველოს სათხილამურო ფედერაცია.

2023 წელს საქართველოში, დაბა ბაკურიანსა და გუდაურში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება უმნიშვნელოვანესი სპორტული მოვლენაა, რომელიც უდიდეს როლს შეასრულებს ზამთრის სპორტის სახეობების განვითარებაში, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობასა და საერთაშორისო სტანდარტების ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ამასთან, მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა კიდევ უფრო გაზრდის ქვეყანის ცნობადობას და საქართველოს მთის კურორტებით ტურისტების დაინტერესებას.

გოცირიძე: ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა დაიწყოს მოლაპარაკება აშშ-სთან

გოცირიძე: ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა დაიწყოს მოლაპარაკება აშშ-სთან "რუსთავის ფოლადისთვის" შეღავათიან ტარიფზე

08 ივნისი, 2018

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, კონკურენციისგან  ქვეყნის ფოლადის მწარმოებლების დაცვის მიზნით, ფოლადის პროდუქციის იმპორტზე 25%-იანი ტარიფი დააწესა. ამ  ტარიფმა საქართველოს მწარმოებლებზე ნეგატიურად იმოქმედა არაერთი მიმართულებით. რუსთავის...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151