ნინო ბურჯანაძე: დემოკრატია არ ნიშნავს უმცირესობის ბატონობას უმრავლესობაზე

ნინო ბურჯანაძე: დემოკრატია არ ნიშნავს უმცირესობის ბატონობას უმრავლესობაზე

ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია "იბერიის" ეთერში, გადაცემა "თავისუფალ სივრცეში" განაცხადა.

"ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ ნებისმიერი ადამიანის კონსტიტუციური უფლებები უნდა იყოს დაცული. არავინ არ უნდა დაიჩაგროს სექსუალური შეხედულებების თუ სხვა რამის გამო. რამდენადაც მიუღებელი ან მისაღები არ უნდა იყოს ვინმესთვის. არ უნდა იყოს ჩაგვრა არც სამსახურში მიღების დროს, არც ჩვეულებრივი ურთიერთობების დროს. მათი უფლებები შელახული არ უნდა იყოს. მაგრამ, მეორე მხრივ მე მოვითხოვ რომ ამ ადამიანებმაც ჩვენს უფლებებს პატივი სცენ. დემოკრატია არ ნიშნავს უმცირესობის ბატონობას უმრავლესობაზე. ასევე მინდა რჩევა მივცე იმ ადამიანებს ვინც ლგბტ ადამიანებს ვითომდა იცავს. რაც ნაკლებად ილაპარაკებთ პატივცემულო მეგობრებო მით ნაკლებად დაირღვევა ამ ადამიანების უფლებები. ვხედავ, რომ ამ ადამიანების დაცვის უკან დგას სერიოზული თანხები, სერიოზული გრანტები იმ დაწესებულებების, ორგანიზაციების, სპეცსამსახურების, ვინც ამ ადამიანების პირად პრობლემებს იყენებენ სათავისოდ და პოლიტიკური თამაშებისათვის", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 

ინაშვილი: პუტინის მკვნეტელი, როგორც მახსოვს, პროკურორ გვარამიას ზემდგომი სააკაშვილი იყო

ინაშვილი: პუტინის მკვნეტელი, როგორც მახსოვს, პროკურორ გვარამიას ზემდგომი სააკაშვილი იყო

4 საათის წინ

"ამდენად, ფრჩხილის, ჰალსტუხის, სხვა საგნებისა თუ ორგანოების მკვნეტელები, ბატონო გვარამია, თქვენს "სიდიადეში" მოიკითხეთ და ბევრს იპოვით. მეორე- თქვენი გაწიწმატებული პოსტიდან გავიგე, რომ მიზნად,თურმე, ჩემნაირების გადაშენება დაგისახავთ და ამ...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237