ჩერგოლეიშვილი: ჩემთვის მიუღებელია "ასავალ-დასავალი", მაგრამ დახურვა რომ დაემუქროს, დავიცავ

ჩერგოლეიშვილი: ჩემთვის მიუღებელია "ასავალ-დასავალი", მაგრამ დახურვა რომ დაემუქროს, დავიცავ

ამის შესახებ "ტაბულას" დირექტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა. 

"პოლიციამ შეიძლება დააკავოს ეს ხალხი და 100-200 ლარად გამოუშვას და როდესაც მის ძალაუფლებას საფრთხე შეექმნება, მაშინ იზოლირება გააუკეთოს. სად გავექცევით იმ კადრებს, რომელიც არსებობს. ეს ადამიანები ყველანი ამ ხელისუფლებასთან ერთად იდგნენ. ამ ძალადობრივ ჯგუფებს ხელისუფლება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იყენებდა. 

გამოსავალი ამ ხელისუფლების სახლში გაშვებაში. მანამდე ის მაქსიმალურ წნეხში იქნება ადგილზე, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. მაქსიმალურ წნეხში, რომ განსხვავებული აზრის მოქალაქეებს შეეძლოთ თანაარსებოდა, ჩემთვის მიუღებელია "ასავალ-დასავალი", მაგრამ მას რომ დახურვა დაემუქროს, მასაც დავიცავ. ამ ადამიანებს თავისუფალი თანაარსებობს უნდა შეეძლოთ, თუნდაც ერთმანეთის მიმართ მიუღებელი ადამიანებისა. თუმცა ეს საქართველოში, ვერ ხერხდება, მაგრამ აუცილებლად მოხერხდება", - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა. 

დედაქალაქის მერმა კიკეთში ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

დედაქალაქის მერმა კიკეთში ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

5 საათის წინ

დედაქალაქის მერის თქმით, პროექტის განხორციელების შედეგად, მთლიანად მოწესრიგდება გზა, რომელიც წლების განმავლობაში მძიმე მდგომარეობაში იყო. „კიკეთის გადასახვევიდან ეკლესიამდე 2-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც ძალიან დაზიანებული იყო...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080